მსოფლიო ბანკი: საქართველოს ეკონომიკის ზრდა პროგნგოზირებული 5,5%–დან 2,5%–მდე შენელდება

მსოფლიო ბანკი: საქართველოს ეკონომიკის ზრდა პროგნგოზირებული 5,5%–დან 2,5%–მდე შენელდება

access_time2022-04-11 12:28:52

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომის ზემოქმედების გამო საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდება - მოსალოდნელია, 2022 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული 5,5 პროცენტიანი ზრდის 2,5 პროცენტამდე ვარდნა.


ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობა ავრცელებს.


მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიოს ქვეყნებზე, და მთავარი დარტყმა მოსალოდნელია ევროპის და ცენტრალური აზიის ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებზე.


წელს მოსალოდნელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკის ვარდნა 4.1 პროცენტით, ომამდე პროგნოზირებული 3 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, რამდენადაც ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკი ემატება COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის მიმდინარე ზემოქმედებას. ბოლო წლების განმავლობაში ეს მეორე ეკონომიკური რეცესია იქნება, რომელიც თავისი მასშტაბით ორჯერ გადააჭარბებს პანდემიით გამოწვეულ 2020 წლის ეკონომიკურ ვარდნას.


უკრაინის ეკონომიკაში სავარაუდოდ 45.1 პროცენტიანი ვარდნაა მოსალოდნელი, თუმცა, მისი სიმძლავრე დამოკიდებული იქნება ომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. უპრეცედენტო სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკა უკვე ღრმა რეცესიაშია, რის გამოც მთლიანი გამოშვება 2022 წელს 11.2 პროცენტით შემცირდება.


„ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის მასშტაბი შემაშფოთებელია. რუსეთის შეჭრა მასიურ დარტყმას აყენებს უკრაინის ეკონომიკას და უდიდესი ზიანი მოაქვს ინფრასტრუქტურისთვის,“- აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ. „უკრაინა დაუყოვნებლივ საჭიროებს მასიურ ფინანსურ დახმარებას, რამდენადაც მას უწევს ეკონომიკის ფუნქციონირების შენარჩუნება, და ამასთან ერთად, მთავრობა ცდილობს უკრაინელი მოქალაქეების მხარდაჭერას, რომლებიც იტანჯებიან და უკიდურესად მძიმე სიტუაციასთან გამკლავებას ცდილობენ“.



უკრაინაში მიმდინარე ომი სავარაუდოდ ასევე უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე ვაჭრობის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების შემცირების, ისევე როგორც გაზრდილი სასაქონლო ფასების გამო. ომის დაწყების შემდეგ ნავთობის და სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა გაურკვევლობისა და რუსეთისა და უკრაინის მხრიდან მიწოდების შეფერხების გამო. ეს ზემოქმედებები გამოიწვევენ საქართველოს ზრდის შენელებას, და მოსალოდნელია, 2022 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული 5,5 პროცენტიანი ზრდის 2,5 პროცენტამდე ვარდნა. საბაზისო პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის აღდგენას 2023 წლიდან ვარაუდობს, რამდენადაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემსუბუქება, ტურიზმის გამოცოცხლება და ეკონომიკური კავშირების აღდგენა ნაწილობრივ დაბალანსდება ფისკალური სტიმულის ეტაპობრივი შემცირებით.


„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ველით 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის შესუსტებას, საქართველო კარგ პოზიციაში იმყოფება რომ მართოს ომით გამოწვეული ზემოქმედება გონივრული ფისკალური და გარე ბუფერების მეშვეობით და მტკიცე მაკრო-საფინანსო ჩარჩოთი. საბანკო სექტორი კრიზისში შედარებით ძლიერი პოზიციით შედის, სამთავრობო დეპოზიტები მნიშვნელოვანი მოცულობისაა და ვალი მდგრადობას ინარჩუნებს. ახლა საჭიროა გაგრძელდეს ეკონომიკის გონივრული მართვა, დაზარალებული ბიზნესებისა და ოჯახების მხარდაჭერა, და ამავდროულად, სტრუქტურული რეფორმების გაძლიერება პროდუქტიულობის გაზრდის, ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილების შედეგებზე რეაგირების მიზნით,“- აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.


ომმა გაზარდა მკვეთრი გლობალური ეკონომიკური ვარდნის, ინფლაციისა და ვალის გაზრდისა და სიღარიბის დონის მატების საფრთხე. ეკონომიკური ზემოქმედება მრავალი არხის მეშვეობით გამოიხატა, მათ შორის, სასაქონლო და საფინანსო ბაზრებზე, ვაჭრობის და მიგრაციის კავშირებზე, და ნდობაზე უარყოფითი ზემოქმედების ჩათვლით.


ომით გამოწვეული ღრმა ჰუმანიტარული კრიზისი თავდაპირველი გლობალური შოკის გამოხატულებაა, რომელიც კონფლიქტის გრძელვადიანი ეფექტი იქნება. მოსალოდნელია, რომ ლტოლვილების ტალღა უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში წინა კრიზისებს გადააჭარბებს. შედეგად, მასპინძელი ქვეყნების და ლტოლვილთა თემების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება, და მსოფლიო ბანკი ამზადებს ოპერაციული დახმარების პროგრამებს მეზობელი ქვეყნებისთვის დაფინანსების გაზრდილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ლტოლვილების მზარდი რაოდენობის გამო.


ომით გამოწვეული ნავთობის ფასების ზრდა ასევე ხაზს უსვამს ენერგოუსაფრთხოების საჭიროებას განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მიწოდების გაძლიერების და ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების საშუალებით.


მსოფლიო ბანკის საპასუხო ღონისძიებები უკრაინაში მიმდინარე ომზე


მსოფლიო ბანკი სწრაფ ღონისძიებებს ახორციელებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. 24 თებერვალს ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა საგანგებო დაფინანსების პაკეტის მობილიზება განახორციელა 925 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. ეს დაუყოვნებელი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ხელფასების გადახდას ჰოსპიტლებში მომუშავე პერსონალისთვის, პენსიების გადახდას მოხუცებისთვის და სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოწყვლადი მოსახლეობისთვის. სწრაფი დაფინანსება მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხრიდან უკრაინისთვის მომდევნო თვეებისთვის გამოყოფილი 3 მლრდ. აშშ დოლარის პაკეტის ნაწილია. რუსეთის შეჭრამ უკვე გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა უდიდესი კრიზისი ევროპაში. მსოფლიო ბანკი მხარდაჭერის ფორმებს განიხილავს მასპინძელ ქვეყნებში ლტოლვილთა დასახმარებლად.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up