მსოფლიო ბანკი: საქართველოში ფულის გათეთრების რისკებს ნაღდი ფულით ტრანზაქციები ქმნის

მსოფლიო ბანკი: საქართველოში ფულის გათეთრების რისკებს ნაღდი ფულით ტრანზაქციები ქმნის

access_time2022-02-16 20:00:42

მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოში ფულის გათეთრების რისკებს ძირითადად ნაღდი ფულის ფართო გამოყენება ქმნის. ამის შესახებ საქართველოს საფინანსო სექტორის შეფასების ახალ ანგარიშშია ნათქვამი.  


საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში ფულის გათეთრების რისკების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი უძრავი ქონების სექტორია, რაც თავის მხრივ, ამ ბაზარზე ნაღდი ფულით განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდება.


მსოფლიო ბანკი რისკის შემცველ სექტორებად ასევე მიიჩნევს აზარტული თამაშების ბიზნესს და ციფრული აქტივების მიმართულებას. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად მსოფლიო ბანკი საქართველოს ნაღდი ფულით ტრანზაქციებზე გარკვეული ლიმიტების დაწესებას ურჩევს. ორგანიზაციის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, მთავრობამ უძრავი ქონების დარგში მოქმედი აგენტებისთვის რიგი რეგულაციები შეიმუშაოს.



ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოში ნაღდი ფულის ბრუნვა მართლაც მაღალია, თუმცა ამ ეტაპზე ნაღდი ფულით ტრანზაქციებზე რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესება არ განიხილება.


„ნაღდი ფულის ბრუნვა საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით მართლაც მაღალია და სწორედ ამიტომ ამახვილებენ ყურადღებას ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციები. ეროვნული ბანკი ტრანზაქციების გაციფრულებას მიესალმება და ამ მიმართულებით ბევრი პროექტიც გვაქვს. ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გეგმა, რომ ნაღდი ფულით ტრანზაქციებზე შეზღუდვები დაწესდეს, არ გვაქვს“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ფულის გათეთრების რისკებზე მიუთითებენ. 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში Moneyval-ი აღნიშნავდა, რომ სხვა მიმართულებებთან ერთად საქართველოში ფულის გათეთრების მაღალი რისკები უძრავი ქონების ბაზარზეცაა.


businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up