მსოფლიო ბანკი: სურსათზე რეკორდული ფასები 2025 წლამდე შენარჩუნდება

მსოფლიო ბანკი: სურსათზე რეკორდული ფასები 2025 წლამდე შენარჩუნდება

access_time2022-04-27 13:30:05

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სურსათზე ფასები მთელს მსოფლიოში გაზარდა. ყველაზე მეტად მარცვლეული გაძვირდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით რეკორდული ფასები შესაძლოა 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდეს.


ომამდე რუსეთი და უკრაინა ხორბლის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებად ითვლებოდნენ და მათზე გლობალური ექსპორტის 30% მოდიოდა. როგორც ერთი ასევე მეორე ქვეყანა დიდი რაოდენობით აწარმოებდა ასევე ქერს, სიმინდსა და მზესუმზირას.


უკრაინას აზოვის ზღვაზე გასავლელი ჩაეკეტა, შავ ზღვაზე გასასვლელი ბლოკირებულია. საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს, რაც მოსავლის კლების გარანტიად შეიძლება იქნას აღქმული.


თუ არ ჩავთვლით ცალკეულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს, რუსეთის ტერიტორიაზე ომი არ არის, მაგრამ სანქციების ფონზე სავაჭრო ურთიერთობები შეზღუდულია.



მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის ფონზე ექსპორტს ზღუდავს კიდევ ერთი მსხვილი მწარმოებელი - ყაზახეთიც.


საწვავის გაძვირების გამო, მარცვლეულის მოყვანის ხარჯი რეგიონის გარეთ მდებარე სახელმწიფოებშიც გაიზარდა. ბუნებრივი გაზის გაძვირების გამო გაზრდილია სათბურში მოყვანილი პროდუქციის ფასებიც.


სურსათის გაძვირება ყველაზე მეტად ღარიბ ადამიანებს აზარალებს. ისინი ან საკვების გარდა ვეღარაფერს ყიდულობენ, ან საკვების შეძენაზეც პრობლემა ექმნებათ. 2019 წელს პანდემიამდე, პირველად ისტორიაში უკიდურესი სიღარიბის ზარს მიღმა მყოფთა პროცენტული მაჩვენებელი 10%-ს ჩამოსცდა. 2020 წელს პანდემიამ და კოვიდრეგულაციებმა სიღარიბე ისევ გაზარდა. 2021 აღდგენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 2022 წელს კი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი დაიწყო.


საქართველოში მოხმარებული ხორბლის 90%-ზე მეტი იმპორტირებულია, ძირითადად რუსეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში არ შეუყვანია, იმპორტიორებს მარტში მაინც რუბლში ანგარიშსწორება მოსთხოვეს. აპრილის ფასების მონაცემებს საქსტატი 3 მაისს გამოაქვეყნებს, მარტში კი იმავე უწყების ცნობით, პური გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით გაძვირდა. ასევე მარტში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმ 652 ათასს მიაღწია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up