მსოფლიო ბანკი უკრაინის დასახმარებლად 350 მლნ დოლარის პაკეტს ამზადებს

მსოფლიო ბანკი უკრაინის დასახმარებლად 350 მლნ დოლარის პაკეტს ამზადებს

access_time2022-03-04 20:30:00

უკრაინის ომი არის „კატასტროფა“ მსოფლიოსთვის, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, დევიდ მალპასი BBC-სთან ინტერვიუს დროს აცხადებს.


„უკრაინის ომი მსოფლიოსთვის ცუდ დროს მიმდინარეობს, რადგან ინფლაცია ისედაც მზარდია,” - ამბობს მალპასი.


მისი თქმით, ყველაზე მეტად ადამიანური მსხვერპლი აღელვებს, ხოლო ომის ეკონომიკური გავლენა უკრაინის საზღვრებს სცდება. ენერგეტიკაზე გლობალური ფასების ზრდა „ყველაზე მეტად ღარიბებსა და ინფლაციას ურტყამს.“


დევიდ მალპასის მონაცემებით, ომმა, ასევე, სურსათის ფასები გაზარდა, რაც არის „მეტად რეალური პრობლემა ღარიბი ქვეყნების მოსახლეობისთივს. ის ამბობს, რომ რუსეთიც და უკრაინაც საკვები პროდუქტების მსხვილი მწარმოებლები არიან. S&P Global Platts-ის თანახმად, უკრაინა მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელია, რუსეთი კი მეორე ადგილზეა. ამასთან, ორივე ქვეყანა გლობალური წარმოების 60%-ს შეადგენს.


JP Morgan-ის მონაცემებით, ხორბლის გლობალურ ექსპორტში უკრაინისა და რუსეთის საერთო წილი 28,9%-ია. ხორბლის ფასები ჩიკაგოს ფიუჩერსების ბირჟაზე 14 წლის მაქსიმუმზეა. უკრაინა ზეთის ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში, მაგრამ ომმა მისი ექსპორტი შეაჩერა, რადგან ქვეყნის პორტები დაიკეტა. ასევე, ფართო სანქციების გამო, ამ პროდუქტის მიწოდება რუსეთიდანაც შეიზღუდა.


„არ არსებობს გზა, რომ უკრაინიდან და რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტას საკმარისად სწრაფად მოვერგოთ და ეს სიტუაცია ფასებს გაზრდის,“ - ამბობს დევიდ მალპასი.



მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის მთავრობამ შესაძლოა, ევროპის ენერგეტიკული ბაზარი სამუდამოდ დაკარგოს, რადგან ევროკავშირი ცდილობს, ენერგეტიკის სხვა წყაროებზე გადასვლა დააჩქაროს. მალპასის შეფასებით, ომის შედეგად შემოსავლის ამ მოცულობის დაკარგვა არის მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულება, რაც რუსეთში ცხოვრების დონეს დაარღვევს, ამას კი რუბლის ღირებულების დაცემა და ინფლაცია მოყვება.


მისი თქმით, 2014 წლის რევოლუციის შემდეგ, მსოფლიო ბანკმა უკრაინის ეკონომიკის განვითარებისთვის 7,9 მლრდ დოლარი გამოყო. ეს თანხა ქვეყანას ფართო ეკონომიკური რეფორმების დანერგვაში, ენერგეტიკისა და საბანკო სექტორების პრივატიზაციაში, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდაში დაეხმარა.


რუსეთის შეჭრამდე ერთი თვით ადრე, უკრაინის ცენტრალური ბანკი პროგნოზირებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა, პანდემიის სირთულეების შემდეგ, მიმდინარე წელს 3,4%-ით, 180 მლრდ დოლარით გაიზრდებოდა.


დევიდ მალპასი შეშფოთებულია, რომ ომი გრძელვადიან ზიანს მოუტანს იმ ცვლილებებს, რითიც მანამდე უკრაინის ეკონომიკამ და მოსახლეობამ ისარგებლა. ამდენად, მსოფლიო ბანკი უკრაინისთვის 350 მლნ დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებს, რასაც რამდენიმე დღეში დაამტკიცებს.


„ეს ხელს შეუწყობს უკრაინის ბიუჯეტის დაფინანსებას ომით გამოწვეული საგადასახადო შემოსავლების კოლაფსის პირობებში და ქვეყანას სამთავრობო ხელფასების, სოციალური კეთილდღეობისა და გადაუდებელი შემწეობების გასტუმრებაში დაეხმარება,“ - აცხადებს მალპასი.



BPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up