მსოფლიო ბანკის ინფორმაციით მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა გადაწყვეტილება მიღო, რომ თანამდებობიდან 30 ივნისამდე გადადგეს.
„მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა დღეს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აცნობა , რომ მას თანამდებობიდან გადადგომა ფისკალური წლის ბოლომდე ანუ 30 ივნისამდე აქვს განზრახული “, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მალპასმა ამ გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერშიც დაწერა.
„დღეს შუადღისას შევხვდი მსოფლიო ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და ვაცნობე მათ ჩემი განზრახვის შესახებ გადადგომასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 30 ივნისის ბოლომდე. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობა - წერს საკუთარ გვერდზე დევიდ მალპასი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი
დევიდ მალპასს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა 4 წელზე მეტია უკავია. მალპასმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა 2019 წელს დაიკავა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო.