მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანი დაინიშნა

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანი დაინიშნა

access_time2023-04-03 15:00:36

ანტონელა ბასანი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ახალი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც დღეიდან უხელმძღვანელებს ბანკის სტრატეგიისა და  დაფინანსების საკითხებს რეგიონში.

ქ-ნი ბასანი, ეროვნებით იტალიელი, მანამდე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე მუშაობდა საბიუჯეტო, ეფექტიანობის შეფასებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სფეროში. ამ პოზიციამდე კი მას ეკავა სტრატეგიული და ოპერაციული დირექტორის თანამდებობა მსოფლიო ბანკის ორ რეგიონში - შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის, და აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის რეგიონებში, სადაც სტრატეგიულ ხელმძღვანელობას და მხარდაჭერას უწევდა ადგილობრივ გუნდებს სტრატეგიების, ოპერაციების, მოქნილი და ინოვაციური დაფინანსებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით. ანტონელა ბასანი ასევე მუშაობდა მსოფლიო ბანკის მიერ უღარიბესი ქვეყნების დასახმარებლად შექმნილ საერთაშორისო განვითარების ასოციაციაში რესურსების მობილიზაციისა  და მართვის დირექტორად.

„მოხარული ვარ, შევუერთდე მსოფლიო ბანკის გუნდს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ვაცნობიერებ უდიდეს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი კლიენტი ქვეყნები დგანან „მწვანე“ გარდაქმნით დაწყებული, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოებით დამთავრებული, განსაკუთრებით COVID პანდემიის და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მოუთმენლად ველი  პარტნიორი ქვეყნების მთავრობებთან, განვითარების მიმართულებით მომუშავე დონორებთან და მსოფლიო ბანკის ჯგუფის გუნდთან თანამშრომლობას აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად,“ -  განაცხადა ანტონელა ბასანიმ.


 ანტონელა ბასანის განვითარების მიმართულებით საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის, და შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონების გარდა, ის ასევე მუშაობდა საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, სადაც წარმატებით უზიარებდა პარტნიორ მხარეებს ოპერაციულ და ფინანსურ ცოდნას და გამოცდილებას. მსოფლიო ბანკში გადასვლამდე ქ-ნი ბასანი მუშაობდა ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) პარიზში. მას მიღებული აქვს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up