მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის, დევიდ მალპასის განცხადებით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება გამოიწვიოს გლობალური რეცესია,რადგან საკვების, ენერგიისა და სასუქის ფასი იზრდება. მისი თქმით, რთულია იმის დანახვა, როგორ შეიძლება რეცესიის თავიდან აცილება.
„თვალს ვადევნებთ რა გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტს ახლა ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ ავიცილებთ თავიდან რეცესიას”, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა.
ცნობისათვის, გასულ თვეში მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წლისთვის თითქმის სრული პროცენტული პუნქტით, 3,2%-მდე შეამცირა.