მსოფლიო ბანკმა 2022 წლის გლობალური ზრდის პროგნოზი თითქმის სრული პროცენტული პუნქტით 4,1%-იდან 3,2%-მდე შეამცირა. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის დევიდ მალპასის თქმით, პროგნოზი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებს ითვალისწინებს.
ამის შესახებ RBC-Ukraine Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება.
მალპასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო ბანკმა რეაგირება მოახდინა ომის შედეგად გამოწვეულ დამატებით ეკონომიკურ სტრესზე. ახალი 15-თვიანი 170 მილიარდი აშშ დოლარის მიზნობრივი დაფინანსების ინიციატივით გამოვიდა, რომლის ფარგლებშიც 50 მილიარდი უახლოესი სამი თვის განმავლობაში გიცემა.
მალპასმა თქვა, რომ ბანკის მიერ გაკეთებული კლების პროგნოზში ყველაზე დიდი კლება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში იყო . მათ შორის უკრაინაში, რუსეთსა და მეზობელ ქვეყნებში.