მსოფლიო ბანკმა მთავრობის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების და გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის შეფასება განახორციელა

მსოფლიო ბანკმა მთავრობის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების და გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის შეფასება განახორციელა

access_time2022-12-20 19:00:17

მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით და ევროკავშირის მხარდაჭერით, განახორციელა ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასება. აღნიშნული ანგარიშები ახდენენ ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიკაციას PEFA მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საქართველოს 2023 – 2026 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიაში.


PEFA ანგარიში, რომელიც ცენტრალური მთავრობის საჯარო ფინანსების სისტემების ეფექტიანობას აფასებს, თავიდან საქართველოს მთავრობის თვითშეფასებას წარმოადგენდა და მოგვიანებით დადასტურდა მსოფლიო ბანკის მიერ. გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვა (GRPFM) კი შეფასდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და მისი მიმოხილვა ასევე  მსოფლიო ბანკმა განახორციელა. ეს ღონისძიებები ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული ეკონომიკური მართვის და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემების გასაძლიერებლად, ფისკალური მდგრადობის ამაღლების და მომსახურების გაწევის მიზნით.


  • საქართველოს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასება

 

2022 წლის PEFA შეფასება აჩვენებს, რომ საჯარო ფინანსების მართვის სისტემები საქართველოში ძლიერია და ბოლო, 2018 წლის შეფასების შემდგომ გაუმჯობესებას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 -ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ბიუჯეტის მთლიან ხარჯებზე,  მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნა საჯარო ფინანსების განვითარების, განკარგვის, მართვის და ზედამხედველობის მიმართულებით. 2022 წლის PEFA-ს გლობალური ანგარიშის მონაცემების მიხედვით, საქართველომ შეინარჩუნა პირველობა და ამასთან ერთად, საკუთარი შედეგები გააუმჯობესა იმ 59 ქვეყანასთან შედარებით, რომლებმაც PEFA-ს 2016 წლის მეთოდოლოგია გამოიყენეს. 

 


ქვევით წარმოდგენილია PEFA შეფასების ძირითადი აქცენტები:

 

  • 2022 წელს 31 ინდიკატორიდან 27 გაუმჯობესდა ან შენარჩუნებულ იქნა 2018 წლის PEFA შეფასების დონეზე;
  • კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახლახან არსებითად შეიცვალა და თავსებადი გახდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან;
  • მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი პროცედურებში შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის შესახებ;
  • გაიზარდა ფინანსების მართვის მხარდაჭერა ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის;
  • არსებობს ინფორმაციის დიდი მოცულობა ცენტრალური მთავრობის საბიუჯეტო უწყებების ფინანსებთან დაკავშირებით;
  • ინფორმაციის შეტანა ბიუჯეტში დროულად წარმოებს;
  • სახელმწიფო ინვესტიციების მართვაში დანერგილია ყოვლისმომცველი და ინკლუზიური პროცესი;
  • შემუშავდა და დამტკიცდა ვალის მართვის სტრატეგია, რომელიც განამტკიცებს ფოკუსირებას ვალის მართვაზე;
  • პროგრესი მიღწეულ იქნა ყოვლისმომცველი საშუალოვადიანი ხარჯების ჩარჩოს მიმართულებით  პროგრამაზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავების საფუძველზე, შედეგებზე დამყარებული მიდგომისთვის;
  • არსებობს ეფექტური საბიუჯეტო კალენდარი, რომელიც საბიუჯეტო დაწესებულებებს აძლევს ადეკვატურ დროს თავისი ბიუჯეტების მოსამზადებლად. ასევე არსებობს კანონმდებლობა დეტალური შემოწმების განსახორციელებლად;
  • შიდა აუდიტის ფუნქციამ გააუმჯობესა დაფარვა და ფაქტიურად უკვე ყველა საბიუჯეტო ერთეულშია წარმოდგენილი;
  • რეაგირება მოხდა სუსტ მხარეებზე, რომლებიც წინა შეფასებისას გამოვლინდა შესყიდვების სისტემაში კონკურენტული სატენდერო პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით საჩივრებთან და დავის პროცესთან დაკავშირებით, რამაც დადებითი გავლენა იქონია მომსახურების მიწოდების ეფექტიანობაზე.

 

  • გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასება

გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასება ფინანსთა სამინისტროს მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. შეფასება  2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდში ჩატარდა.

PEFA -ს გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვა (GRPFM) ცხრა ინდიკატორის ნაკრებს წარმოადგენს, რომლებიც GRPFM პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ემსახურება. ამ შეფასების მიზანია ინფორმაციის შეკრება PEFA GRPFM ჩარჩოს ინდიკატორების შესაბამისად, თუ რა ხარისხით არის საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის (PFM) სისტემა გენდერზე ორიენტირებული. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის შეფასება განხორციელდა საქართველოში და  საბაზისო საფუძველს ქმნის მომავალი შეფასებებისთვის.


ქვევით წარმოდგენილია GRPFM  შეფასების ძირითადი მიგნებები:


  • PEFA ინდიკატორების უმეტესობამ, რომლებიც საჯარო ფინანსების მართვის ინსტრუმენტებს ეხება გენდერული თანასწორობის მხარდაჭერასთან და ხელშეწყობასთან დაკავშირებით A შეფასება (უმაღლესი ქულა) მიიღო. ეს შესაძლებელს ხდის გენდერული პერსპექტივის ინტეგრაციას საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში. თუმცა, 9 GRPFM ინდიკატორიდან 6 საჭიროებს გაუმჯობესებას გენდერული მოსაზრებებიდან გამომდინარე.
  • საქართველომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს გენდერზე ორიენტირებული ყოვლისმომცველი საბიუჯეტო ჩარჩო (GRB);
  • საქართველოს კანონმდებლობა საჯარო ფინანსების მართვის შესახებ საჭიროებს გენდერის განზომილების გაცილებით პროაქტიურ ინტეგრაციას.
  • გენდერზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავება მოითხოვს შესაძლებლობების გაძლიერებას საჯარო მოხელეებს შორის და კოორდინაციის და ანგარიშვალდებულების მექანიზმების განმტკიცებას გენდერზე ორიენტირებული საბიუჯეტო ჩარჩოს რეფორმის განსახორციელებლად საქართველოში;
  • არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი საქართველოს მთავრობისთვის გენდერზე ორიენტაციის გასაძლიერებლად საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში. ისეთი რეფორმები, როგორებიცაა ფისკალური გამჭვირვალობა, საშუალოვადიანი ბიუჯეტის შემუშავების ჩარჩოები და სახელმწიფო ინვესტიციების მართვა  მყარ საფუძველს იძლევა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს გენდერზე ორიენტირებული საბიუჯეტო ჩარჩოს რეფორმა საშუალო ვადიან პერიოდში.
  • საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წელს  საჯარო ფინანსების მართვის ახალი სტრატეგიის შემუშავება  შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის ინტეგრაციისთვის საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფართო დღის წესრიგში.

იხ. სრული ანგარიში:https://www.pefa.org/sites/pefa/files/2022-12/GE-Oct22-PFMPR%2BGRPFM-Public%20with%20PEFA%20Check.pdf





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up