მსოფლიო ბრენდები ილონ მასკის გამო Twitter-ზე რეკლამას აღარ განათავსებენ - ვინ ამბობს სოციალურ ქსელზე უარს

მსოფლიო ბრენდები ილონ მასკის გამო Twitter-ზე რეკლამას აღარ განათავსებენ - ვინ ამბობს სოციალურ ქსელზე უარს

access_time2022-11-04 21:30:00

ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა, საკვები პროდუქტების მწარმოებლებმა, General Mills-მა და Mondelez International-მა, ასევე, გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Audi-მ სოციალურ ქსელ Twitter-ზე სარეკლამო კამპანია დროებით შეაჩერეს. The Wall Street Journal ამის მიზეზად ილონ მასკს ასახელებს, რომელმაც ახლახან Twitter იყიდა და მის კონტენტზე კონტროლის შემსუბუქების გეგმა გაახმიანა.


გამოცემის ცნობით, რეკლამის განმთავსებლები მასკის ამ გეგმით შეშფოთებული არიან, რადგან ეს სოციალურ ქსელში არასათანადო ინფორმაციების მომრავლებას გამოიწვევს. თუმცა ზოგიერთი განმთავსებელი Twitter-ზე რეკლამას კომპანიიდან ტოპ-მენეჯერების წასვლის შემდეგ შექმნილი გაურკვევლობის გამო დროებით აჩერებს. მაგალითად, ახლახან კოსმეტიკის უმსხვილესმა მწარმოებელმა მსოფლიოში, ფრანგულმა ჯგუფმა, L'Oreal-მა Twitter-ზე სარეკლამო ხარჯები გაყინა, ხოლო გასულ კვირას სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსება უმსხვილესმა ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, General Motors-მაც შეაჩერა.


ამასთან, კიდევ ერთი გამოცემის, Financial Times-ის (FT) ცნობით, ზოგიერთი უმსხვილესი სარეკლამო კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი კლიენტები პლატფორმაზე ყოფნას ამცირებენ.


ილონ მასკი Twitter-ზე მიკრობლოგების შინაარსის გამოქვეყნებაზე შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. მას, ასევე, სურს, მომხმარებლებისთვის „მუდმივი“ აკრძალვები მოხსნას, რამაც სარეკლამო სექტორის პროტესტი გამოიწვია. ეს შეშფოთება აშშ-ის კონგრესის 8 ნოემბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება, რადგან, FT-ის ცნობით, კომპანიები შიშობენ, რომ მათ რეკლამას ცრუ ინფორმაცია და ძალადობის პროპაგანდა შეერევა.



დამატებითი უარყოფითი ფაქტორი გახდა Twitter-ის კომერციული დირექტორის, სარა პერსონეტის გადადგომაც, რომელიც რეკლამის განმთავსებლების მთავარი საკონტაქტო პირი იყო. კვირის დასაწყისში სამოქალაქო საზოგადოების 40-მა ჯგუფმა ღია წერილით მოუწოდა განმთავსებლებს, მათ შორის Amazon-ს, Coca-Cola-სა და Procter & Gamble-ს, რომ Twitter-ზე რეკლამები შეწყვიტონ, თუ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში სოციალური ქსელის სტანდარტი, მათ შორის კონტენტის მოდერაციის მხრივ, დაეცემა.


Twitter ყოველწლიურად, დაახლოებით, 5 მლრდ დოლარს გამოიმუშავებს. კომპანიის შემოსავალში ლომის წილი სარეკლამო კონტრაქტებს უკავია.


bpn.ge



თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up