FIFA-მ რუსეთის ეროვნული ნაკრები მკაცრად დასაჯა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფიდან მოკვეთეს, პოლონეთთან დაპირისპირება არ შედგება, შემდეგ ეტაპზე პოლონელები ითამაშებენ.
ფლეი-ოფის ნახევარფინალში რუსეთს პოლონეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულმა ინტერვენციამ მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ გააერთიანა, რასაც არაერთი სასჯელი მოჰყვა სპორტული თუ ეკონომიკური კუთხით.
გამარჯვებული მუნდიალზე ითამაშებს. ინტერვენციის დაწყებისთანავე პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა განაცხადეს, რომ რუსეთთან საფეხბურთო მატჩში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. რაც შეეხება ფლეი-ოფის ნახევარფინალის კიდევ ერთ დაპირისპირებას, უკრაინა-შოტლანდიის მატჩი მარტის ნაცვლად ივნისში გაიმართება.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
Cryistalsport.ge