2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მთის კურორტების განვითარებისთვის 120 მლნ ლარი გამოიყო.
პროექტის თანახმად, თანხები გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობისთვის.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოშია უკვე ინიცირებული, რომელსაც მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებენ.
ინფორმაციისთვის, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა.
business-partner.ge