„მსოფლიო ჩემპიონატმა ბრწყინვალედ ჩაიარა, გამოწვევების მიუხედავად დადებითი შეფასება მივიღეთ“ -  გიორგი სალუქვაძე

„მსოფლიო ჩემპიონატმა ბრწყინვალედ ჩაიარა, გამოწვევების მიუხედავად დადებითი შეფასება მივიღეთ“ - გიორგი სალუქვაძე

access_time2023-03-07 09:00:44

„ჩემპიონატმა ჩაიარა ბრწყინვალედ, დიდებულად, ეს იყო ყველაზე დიდი ღონისძიება საქართველოში“ - ასე აფასებს დაიცავი მთის კურორტების დამფუძნებელი და საქართველოს მთის  კურორტების ბიზნეს ასოციაციის  პრეზიდენტი  გიორგი სალუქვაძე მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ბაკურიანში, ჩატარდა, მისი თქმით ეს იყო ძალიან მასშტაბური  ღონისძიება და გამოწვევა იყო ძალიან დიდი, თუმცა მიუხედავად ამისა,  კურორტმა საერთაშორისო ტრენერებისგან, ათლეტებისგან და დელეგატებისგან დადებითი შეფასება მიიღო.


„ეს იყო ძალიან მასშტაბური ღონისძიება, გამოწვევა იყო ძალიან სერიოზული და რა თქმა უნდა ალბათობა  იმისა, რომ ვერ მოერიო და გაუმკლავდე ასეთი ტიპის ღონისძიებას ყოველთვის არსებობს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველო ამ კუთხით გამოცდილი ქვეყანა არ არის.  ყველა ძალიან ღელავდა, მაგრამ დელეგატების დადებითი შეფასების შემდეგ საორგანიზაციო კომიტეტს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა.

 

როცა დელეგატი იძახის, რომ ინფრასტრუქტურა ფანტასტიკურად არის მოწყობილი ეს ასეა,  როცა ათლეტი კმაყოფილია, როცა  ტრენერი  კმაყოფილია  ესე იგი  ყველაფერი  წესრიგშია,  სხვა საორგანიზაციო  ნაწილშიც მივიღეთ დადებითი შეფასება.


რაც შეეხება ტრასებს,  ნამდვილად მქონდა სიმშვიდის  საფუძველი,  რადგან  ჩვენ  გვაქვს  ოლიმპიელი  ჩემპიონების  კომენტარები თუ როგორ  აფასებენ  ტრასებს“, - აღნიშნა გიორგი სალუქვაძემ.

 

რაც შეეხება ზოგადად ბაკურიანს, სალუქვაძე აღნიშნავს, რომ მოუხედავად  ჩემპიონატის  წარმატებით  ჩატარებისა ბაკურიანი გაპარტახებულია, შენობები არალოგიკურად არის აშენებული და კურორტზე თავისუფალი სივრცე არ არსებობს.



„მე ეჭვი მეპარება  რომ  აქ ერთხელ ჩამოსულ ტურისტს  მეორედ  მოუნდეს  ჩამოსვლა. მალბათ მე კიდევ უფრო  ვრწმუნდები, იმაში  რომ ამაზე მუშაობა  უნდა დაიწყოს,, იერსახეს  უნდა  ეშველოს. ჩვენი  ჩვენი კურორტები  ეს არის ღვთის საჩუქარი და ჩვენ ამას არ ვუვლით.

 

აღსანიშნავია  ისიც, რომ ამინდმა  თავის  ქნა,  მაყურებელი  დააფრთხო, თუმცა ვერც იმას  ვიტყვი  რომ ჩემპიონატს  მაყურებელი  არ ჰყავდა.  მაყურებელი იყო და დაინტერესებაც  ძალიან მაღალი იყო.

 

აპარტოტელების მეპატრონეებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ბაკურიანი გადაიჭედებოდა, თუმცა ეს ასე  არ მოხდა, რადგან იმდენად დიდია მიწოდება, რომ მსოფლიო ჩემპიონატიც, რომ ჩაატარო ბაკურიანში, სრული დატვირთვა ვეღარ მოხდება. ამას  თავად ის  ხალხიც მიხვდა ვინც ნომრებს აქირავებს. აბსოლუტურად დარღვეულია მოთხოვნა-მიწოდება.  სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას ბალანსი და დაიდოს გეგმა თუ როგორი უნდა იყოს ბაკურიანი ათ წელიწადში და იქამდე აღარ მოხდეს აღარც  მიწის გაყიდვა და აღარც  სამშენებლო ნებართვის გაცემა, რადგან ასეთ ქაოტური მშენებლობები აღარ შეიძლება და მეპატრონემ რომ რაღაც სარგებელი ნახოს, ამას ვერანაირი ოლიმპიადა ვეღარ უშველის“ -  აღნიშნა გიორგი სალუქვაძემ.

 

 


თაკო კვაჭანტირაძე

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up