მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული საწარმო „აჭარა ტექსტილის“ შეკერილი ფორმებით 14 გუნდი თამაშობს. ეს გუნდებია: საფრანგეთი, ხორვატია, ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, კამერუნი, სენეგალი, მაროკო, ტუნისი, გვინეა, ბაჰამის კუნძულები და საუდის არაბეთი. „აჭარა ტექსტილმა“ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მარტო საფრანგეთისთვის 150 000 წყვილი ფორმა შეკერა.
„აჭარა ტექსტილი“ სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებს და ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Nike-ი, Puma, Lotto და სხვა. კომპანიაში 3 000 ადამიანია დასაქმებული.
კომპანია „აჭარა ტექსტილი“ „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარია.