მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 22 მაისს გაიხსნება. ფორუმი 17-21 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ ომიკრონის შტამის გამო 4 თვით გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
შვეიცარიის მცირე ზომის კურორტზე ყოველი წლის იანვარში ტრადიციულად სახელმწიფოთა ლიდერები და გლობალური კომპანიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ფორუმზე ეკონომიკური თემების გარდა პოლიტიკურ და გარემოს დაცვით საკითხებსაც განიხილავენ.
2020 წლის იანვარში კოვიდი მეტწილად ჯერ ისევ ჩინეთის საზღვრებში ნარჩუნდებოდა. 2021-ში მთავარი განსახილველ თემას კოვიდი და პოსტკოვიდური გამოწვევები წარმოადგენდა. 2022-ში ბუნებრივია დღის წესრიგს რუსეთ-უკრაინის ომის განსაზღვრავს. უშუალოდ ომი და სანქციები უკრაინისა და რუსეთის გარდა მთელი მსოფლიო ეკონომიკას აზიანებს. ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირებულია, ინფლაცია კი ათწლეულების რეკორდს ხსნის.