მსოფლიო კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს შეფასება ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა

მსოფლიო კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს შეფასება ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა

access_time2021-11-17 12:00:00

საქართველო 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზე გავიდა, რეიტინგი ორი ადგილით გაიუმჯობესა, შეფასების 100 ბალიანი სისტემით 62.3 ქულა მიიღო, რითაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


„გლობალური კეთილდღეობის ანგარიშს ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აწარმოებს. https://www.prosperity.com/
2021 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.



წელს საქართველო ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გრძელვადიანი (ათწლიანი) გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში ინტერნეტთან წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა.



გლობალური კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს გამორჩეული წარმატება პირველი შემთხვევა არ არის. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ამ სარეიტინგო გამოკვლევაში საქართველომ გრძელვადიანი განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ისტორიული აღიარება მოიპოვა.



2020 წლის ანგარიშში საქართველოს სპეციალური თავიც კი მიეძღვნა. კერძოდ, ქვეყანა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკების მიღწევებს შორის პროგრესის ყველაზე დამაჯერებელ უახლეს მაგალითად დასახელდა.




კვლევაში გაანალიზებული იყო საქართველოს მიღწევები სიღარიბის შემცირების, თავისუფალი ვაჭრობის, საგადასახადო და ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ინვესტორთა დაცულობის მიმართულებით.



„ასეთი წარმატება ხაზს უსვამს, თუ როგორ შეუძლიათ ერებს შექმნან გზები სიღარიბიდან კეთილდღეობისაკენ, შექმნან ეკონომიკა, რომელიც კარგად იმართება და მდგრადია შოკების მიმართ, სადაც ხალხი გრძნობს საკუთარ ინტერესებს და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო დონეზე,“- აღნიშნული იყო დასკვნის სახით ანგარიშში.



გრძელვადიანი, ანუ ათწლიანი გაანგარიშებით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა, 2013 წლამდე კი ქვეყანა მუდმივად 60-ეულს მიღმა იყო.



ორგანიზაცია Legatum Institute გლობალურ კეთილდღეობას 12 აგრეგატის მიხედვით აფასებს:



• დაცულობა და უსაფრთხოება;
• პერსონალური თავისუფლება;
• მმართველობა;
• სოციალური კაპიტალი;
• საინვესტიციო გარემო;
• სამეწარმეო კონდიცია;
• ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა;
• ეკონომიკის ხარისხი;
• საცხოვრებელი პირობები;
• ჯანმრთელობა;
• განათლება;
• ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up