მსოფლიო კრიპტოვალუტის ბაზარმა ერთ დღეში 130 მლრდ დოლარი დაკარგა. აღნიშნულის მიზეზი კი ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასის კლება გახდა. აღნიშნულის შესახებ მოწმობს პორტალი CoinDesk-ის მონაცემები.
ბიტკოინის ფასი დღეს დილით 08:35 საათისთვის 36,423 დოლარი იყო, რაც 2021 წლის ნოემბრის მაქსიმუმთან შედარებით 50%-იანი კლებაა.
ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინის კლება ბაზრის მოლოდინებითაა განპირობებული, ვინაიდან ის ბევრად უფრო სწრაფად რეაგირებს და უფრო მყიფეა ცვლილებების მიმართ. მათი აზრით, ამჟამინდელი კლება განპირობებულია ამერიკის ცენტრალური ბანკის (ფედრეზერვის) საპრცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინით.
მათივე აზრით, თუ ბიტკოინი შეძლებს 30 ათას დოლარზე მაღლა ნიშნულის შენარჩუნებას ერთი კვირის განმავლობაში, ის დაიწყებს ამ დიაპაზონში ფორმირებას შემდგომ გაძვირებამდე.
BPN.GE