მსოფლიო ლიდერები დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებას ეხმიანებიან და მწუხარებას გამოთქვამენ

მსოფლიო ლიდერები დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებას ეხმიანებიან და მწუხარებას გამოთქვამენ

access_time2022-09-09 16:20:00

მსოფლიო ლიდერები დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალებას ეხმიანებიან და მწუხარებას გამოთქვამენ.


საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II ბრიტანელი ერის უწყვეტობას და ერთიანობას 70 წლის განმავლობაში განასახიერებდა.


„ვიხსენებ მას, როგორც საფრანგეთის მეგობარს, გულკეთილ დედოფალს, რომელმაც ხანგრძლივი შთაბეჭდილება დატოვა თავის ქვეყანასა და საუკუნეზე“, - აღნიშნა მაკრონმა.


პარიზის მერმა, ანა იდალგომ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ პარიზის სიმბოლო, ეიფელის კოშკის განათება ამაღამ დედოფალ ელისაბედ II-ის პატივსაცემად ჩაქრება.


თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით კი, „ჩვენი გული და ჩვენი ფიქრები“ სამეფო ოჯახისა და ბრიტანელი ხალხისკენაა მიმართული.



კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ დედოფლის კანადელებისადმი მსახურება სამუდამოდ დარჩება მისი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად. „მძიმე გულით შევიტყვეთ კანადის ყველაზე დიდი ხნის მმართველის, მისი უდიდებულესობის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შესახებ“, - აღნიშნა ტრიუდომ.


დედოფლის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმაც.


„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის მწუხარე ოჯახს, დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და ხალხს და ერთა თანამეგობრობას“, - ნათქვამია გუტერეშის განცხადებაში.


იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის თქმით კი, დედოფალი ელისაბედი იყო მსოფლიო ისტორიის აბსოლუტური გმირი ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში.


გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ ელისაბედ II იყო მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყარო მილიონობით ადამიანისთვის, მათ შორის გერმანიაში.


ინტერპრესნიუსი








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up