მსოფლიო „ომიკრონით“ გამოწვეულ პირველ დანაკარგს ითვლის. კორონავირუსის ახალმა შტამმა ეკონომიკა უკვე დააზარალა

მსოფლიო „ომიკრონით“ გამოწვეულ პირველ დანაკარგს ითვლის. კორონავირუსის ახალმა შტამმა ეკონომიკა უკვე დააზარალა

access_time2021-12-09 20:30:00

მსოფლიომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ თითქმის არაფერი იცის და “ომიკრონმა“ ადამიანების კეთილდღეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიაყენა. COVID-19-ის ახალმა შტამმა გააქრო შეგრძნება, რომ ყველაზე ცუდი დასრულდა და ამით კოროვირუსული პანდემიის ორი წლის შემდეგ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესიც შეანელა. რას ნიშნავს ეს და რა ზარალზეა საუბარი? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხები BBC-მ გასცა.



რამ გამოიწვია ეს შეშფოთება?


დღეისათვის პოსტკორონავირუსული კრიზისიდან რეაბილიტაციის პროცესი, ფაქტობრივად, შენელდა და „ომიკრონის“ გამოჩენამ ზარალის მასშტაბები კი არ შეცვალა, უფრო მეტად დააზუსტა. ხვალ იმავე ხელისუფლებისა თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, რომლებმაც განგაში ატეხეს, რომ გამოაცხადონ, ეს ყველაფერი სიფრთხილის ზომებით იყო გამოწვეულიო, შეშინებული ადამიანები ამას აღარც დაიჯერებენ. ჯერჯერობით მხოლოდ ტურისტული ინდუსტრია და სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების სეგმენტი დაზარალდა, მაგრამ ირიბი დანაკარგები უკვე აშკარაა.



„ომიკრონმა“ ლონდონის მსგავს დიდ ფინანსურ ცენტრებში თანამშრომელთა ოფისებში დაბრუნების გეგმები ჩაშალა, რაც გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე - ტრანსპორტის, მაღაზიებისა და კაფეების ხარჯები კვლავ არაეფექტიანი იქნება. ეს განსაკუთრებით არასასურველი და არასახარბიელოა წინასაშობაო ცხელ სეზონზე, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ლომის წილი სწორედ სამომხმარებლო სფეროზე მოდის. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საერთაშორისო კონფერენციები და თებერვალში დაგეგმილი, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიც კი.



მოხმარება იზღუდება არა მხოლოდ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, არამედ პირადი ინიციატივითაც. ვირუსის უცნობი ვარიანტით შეშინებული ადამიანები აუქმებენ დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებებსა და შვებულებებს, არ დადიან რესტორნებში, თეატრებსა და კინოში. „ომიკრონმა“ მთავარი დარტყმა გლობალური ეკონომიკური აღდგენის საფუძველს მიაყენა - მან მსოფლიო გაურკვევლობაში დატოვა. მაშინაც კი, თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტისადმი შიში გადაჭარბებული აღმოჩნდება, მან თავისი საქმე უკვე გააკეთა: რწმენა, რომ პანდემია დასრულდა, გაქრა.



გაურკვევლობა ეკონომიკური ზრდის მთავარი მტერია. ის თითქოს ერთ ღამეში დაბრუნდა და ფინანსური ინსტრუმენტებისა თუ საქონლის გლობალური ბაზრები, ფაქტობრივად, დაანგრია. მიუხედავად იმისა, რომ მათ სწრაფად შეცვალეს ზედმეტად ემოციური საწყისი რეაქცია, საბოლოო ზარალი ჯერ კიდევ არ არის დათვლილი. ამასთანავე, გაურკვევლობა ძირს უთხრის არა მხოლოდ სამომხმარებლო სფეროს, არამედ ეკონომიკური ზრდის სხვა უმნიშვნელოვანეს კომპონენტებსაც. ეს არის ინვესტიციები, ვაჭრობა და დასაქმება.




„COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის ზრდა და ახალი ვარიანტის გაჩენა დასაქმებასა და ეკონომიკურ აქტივობას რისკს უქმნის. ის ინფლაციის პროგნოზირების მიმართულებითაც გაურკვევლობას იწვევს. ვირუსის მიმართ საზოგადოების მზარდმა შეშფოთებამ შეიძლება გამოიწვიოს სახლიდან ძველ სამუშაო ადგილებზე დაბრუნების სურვილის არქონა. ამან, შესაძლოა, შეანელოს შრომის ბაზრის აღდგენა, ასევე, უფრო მეტად გაღრმავოს ნედლეულისა და გარკვეული კომპონენტების ისედაც შეფერხებული მიწოდება“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალური ბანკის (განსაზღვრავს მსოფლიოში ფულის ღირებულებას) ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა.



ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ხელისუფლება და მოქალაქეები ვირუსთან ცხოვრებას უკვე შეგუებულნი არიან, შესაბამისად, ახალი შტამის გაჩენა ვაქცინაციას მხოლოდ დააჩქარებს და პანდემიის დასასრულსაც მოაახლოებს. სპეციალისტების განმარტებით, ევროპის ბევრი ქვეყანა ცხოვრების ძველ წესს თითქმის დაუბრუნდა. შესაბამისად, მათ აქვთ მსუბუქი სანიტარული ზომების არსენალი, რომელიც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული მკაცრი შეზღუდვები.



როგორ პასუხობს „ომიკრონის“ გამოჩენას მსოფლიო?

„ომიკრონის“ გამოჩენის საპასუხოდ, ინგლისმა ვაქცინის მესამე, ბუსტერ-დოზის გაკეთების პროცესი დააჩქარა, ამავდროულად, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდა. თუმცა, დიდმა ბრიტანეთმა არ აამოქმედა გეგმა „B”, რაც სახლიდან მუშაობასა და რესტორნებსა თუ კაფეებში ნიღბის ტარებას გულისხმობს. რაც შეეხება სრულ „ლოქდაუნს“, ის არც კი განიხილება.



გასული ზამთრის მსგავსი პარალიზების თავიდან აცილებას გვპირდება მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. „ახალი შტამი ჩვენთვის არის სიფრთხილის და არა პანიკის საფუძველი. დღეს ჩვენ გვაქვს COVID-19-თან გამკლავების უფრო მეტი ინსტრუმენტი, ვიდრე ოდესმე. ამ ზამთარში ჩვენ კორონავირუსს შევებრძოლებით არა ჩაკეტვითა და აკრძალვით, არამედ - ვაქცინაციით, რევაქცინაციით, ტესტირებითა და სხვა ზომებით“, - განაცხადა მან. სანამ არ გაირკვევა, რამდენად გაუმკლავდება პოლიტიკოსების დაპირებები და განზრახვები ვირუსის ახალ შტამს, შეუძლებელია „ომიკრონით“ გამოწვეული ეკონომიკური ზარალის პროგნოზირება. ჯერ უნდა დაზუსტდეს ეპიდემიოლოგიური ზიანი და მასზე მთავრობის რეაქცია. ამას კვირები დასჭირდება. შესაბამისად, არსებული გაურკვევლობა ბიზნეს-აქტივობასა და მოხმარებას, სულ ცოტა, მომავალი წლის დასაწყისამდე შეაკავებს.



შეფასებების გაკეთებას ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების ამ ძალიან ადრეულ ეტაპზე ეკონომისტები არ ჩქარობენ. მაგალითად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა „ომიკრონს“ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის დაბრკოლება უწოდა, თუმცა მომავალი წლის ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა.



თუმცა ამ ეტაპზე ფსონების დასადებად ზოგიერთები უკვე მზად არიან. Goldman Sachs-მა სიტუაციის განვითარების ოთხი ვარიანტი გამოკვეთა. მათგან ყველაზე უარესის შემთხვევაში პანდემიის ფართომასშტაბიანი ახალი ტალღა 2022 წლის პირველ სამ თვეში გლობალურ ეკონომიკურ ზრდას, წინა შეფასებებთან შედარებით, გაანახევრებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, მთლიანობაში ეკონომიკა წელიწადში 4,2%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზზე მხოლოდ 0,4%-ით ნაკლებია, - ასე აფასებს ამერიკული ბანკის ანალიტიკურ შენიშვნას სააგენტო Bloomberg-ი.



თუმცა ამ ყველაფერში კარგი ამბავიც არის - ახალი „ლოქდაუნი“ ან მისი მოჩვენებაც კი გაყინავს ინფლაციას, რომელიც კრიზისიდან მკვეთრი გამოსვლითა და ნედლეულისა და ცალკეული კომპონენტების სრული დეფიციტის ფონზე, მიწოდების შეფერხებით მთელ მსოფლიოში საჭიროზე მეტად გალღვა.



ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკები შეძლებენ გარკვეული დროით შეინარჩუნონ ულტრარბილი საკრედიტო პოლიტიკა, ხელისუფლება კი ეკონომიკის კრიზისულ სახელმწიფო მხარდაჭერას გააგრძელებს. ეს კრიზისიდან გამოსავალს უფრო გლუვსა და ნაკლებად მტკივნეულს გახდის. თუმცა ეკონომიკის ხელოვნური კომიდან გამოყვანის გახანგრძლივებულ პერიოდს გამოჯანმრთელების პროცესის გაჭიანურება და სერიოზული ნაიარევი ახასიათებს.



imedinews.ge



თეგები:
„ომიკრონი“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up