მსოფლიო პატრიარქი: აცრა გავიკეთე, მეცნიერების შემოთავაზებული მსახურება ღმერთის საჩუქარია

მსოფლიო პატრიარქი: აცრა გავიკეთე, მეცნიერების შემოთავაზებული მსახურება ღმერთის საჩუქარია

access_time2021-05-02 21:43:17

მსოფლიო პატრიარქი, ბართოლომეოს პირველი გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში კორონავირუსისსაწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

როგორც მან განაცხადა, გაიკეთა ვაქცინის ორივე დოზა, ვინაიდან მეცნიერების მიერ შემოთავაზებული მსახურება ღმერთის საჩუქარია. 

"ძველი აღთქმა გვასწავლის, რომ პატივი უნდა მივაგოთ ექიმებს, რადგან ისინი ღმრთის თანამოღვაწენი არიან; რომ მათი მსახურება მეტია, ვიდრე პროფესია.

სულ ახლახან, ოთხი-ხუთი წლის წინ, იმ კრებაზე, რომელიც 2016 წელს კრეტაზე ჩავატარეთ, დადებითად ვისაუბრეთ მეცნიერების მიღწევებსა და სიკეთეზე, თუმცა, არც ის უგულებელგვიყვია, რომ თანამედროვე ეპოქაში უკიდურესობამმეცნიერებასა და ტექნოლოგიაში შეიძლება უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, ჩვენ, ქრისტიანებს გვევალება, ვიცოდეთ და გავავლოთ საზღვარი მეცნიერების დადებით მონაპოვარსა და უარყოფით გამოვლინებას შორის.

რამდენიმე წლის წინ სამსჯელო საკითხად იქცა კლონირება, რაც მეცნიერების უარყოფით მიღწევად ითვლება და მის მიმართ, ცხადია, თავშკავებულები უნდა ვიყოთ.


მაგრამ, დღეს, პანდემიის პირობებში, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ მედიცინის მუშაკთა რჩევები, მათი ფასდაუდებელი მსახურება და თავდადება და გამოვთქვათ კიდევაც მადლიერება მათ მიმართ. ისინი ხომ ავადმყოფებთან ერთად იტანჯებიან, ღამეებს ათენებენ, დღეებისა და კვირების განმავლობაში ოჯახის წევრებს ვერ ნახულობენ.

რაც შეეხება აცრას, ის აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მოყვასის გამოც. ვინაიდან აცრა მხოლოდ ჩენ კი არ გვიცავს, არამედ აბრკოლებს პანდემიის გავრცელებას. ამიტომ თავიც უნდა დავიცვათ და სხვაც დავიცვათ. ეს სოლიდარობისა და მხარდაჭერის საკითხია.

თუ საკუთარი ჯანმრთელობასთან ერთად ძმის ჯანმრთელობაზეც არ ვიზრუნებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ გვიყვარს. ვისაც მოყვასი არ უყვარს, მას არც ღმერთი უყვარს, ამას გვასწავლის ახალი აღთქმა, იოანე მახარებელი, რომელიც უფლის საყვარელი მოწაფეა,  გვეუბნება, რომ მას ვისაც არ უყვარს საკუთარი ძმა, რომელსაც ყოველდღე ხედავს, არ შეიძლება უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს". - განაცხადა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა. 

Formulanews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up