„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული ნიკოლოზ ღვანია გახდა

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული ნიკოლოზ ღვანია გახდა

access_time2022-06-12 14:16:29

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული ნიკოლოზ ღვანია გახდა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელს საკონკურსო თემად „მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით” შეირჩა და კონკურსის მიზანი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციისა და აქტუალური თემების ახალგაზრდა თაობაში პოპულარიზაციაა.

მათივე ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მიღება 9-15 წლამდე ასაკის მოზარდებს შეეძლოთ.

ნიკოლოზ ღვანიამ წერილით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართა და კლიმატის ცვლილების მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ ისაუბრა. სამინისტროს რჩეულს სერტიფიკატი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გადასცა.


„ყველაზე შედეგიანია, სწორედ მოზარდებთან დავიწყოთ გარემოსდაცვით თემებზე საუბარი და ვიზრუნოთ მათი ისეთ მოქალაქეებად აღზრდაზე, რომლებიც მოუფრთხილდებიან გარემოს. აღნიშნული კონკურსი, წლევანდელი თემით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სასიამოვნო იყო ახალგაზრდების არაერთი საინტერესო მოსაზრების გაცნობა კლიმატის ცვლილების საკითხებზე. როდესაც ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ყოველდღე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები მის შესაჩერებლად”, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

ამასთან, უწყების ცნობით, „მსოფლიო საფოსტო კავშირი” წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული რუსთავის #24 სკოლის ქართული გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლე ლილე ხორიაშვილი გახდა და მისი ნამუშევარი „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება და ასევე, ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლენილი გამარჯვებულები საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს.

მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეცხრედ გაიმართა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up