ისტორიაში პირველად რუსეთმა შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) ადგილი დაკარგოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ზე ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს WTO -ს სხვა წევრ ქვეყნებთან ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ WTO ინტეგრაციული ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაარსდა, რათა მოაწესრიგოს საერთაშორისო ვაჭრობა და წევრი ქვეყნების სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობები. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ“ ახლა ეს 160 ქვეყნისგან შედგება.