თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანკარაში გამართულ ფორუმზე, „პოლიტიკა და ახალი ინიციატივები 21-ე საუკუნეში“, განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა.
თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს რეფორმირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსოფლიო ხუთ ქვეყანაზე მეტია, რითაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრზე მიანიშნა.
„მსოფლიო 5 ქვეყანაზე დიდია, ამაზე მრავალი წელია მივანიშნებთ. მოვლენების განვითარების შემდეგ, ჩვენი გადაწყვეტილებების სისწორე არაერთხელ დადასტურდა. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ბრუტალური კაპიტალიზმის სტრუქტურული პრობლემები. პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ ხვალინდელი დღე დღეს უნდა დაგეგმო ისე, როგორც ამას კარგი მოჭადრაკე აკეთებს. თუ მოსალოდნელ შედეგებს ვერ იწინასწარმეტყველებთ, თქვენ და თქვენს ქვეყანას ამისათვის ფასის გადახდა მოგიწევთ. ამიტომ, კარგად უნდა გაანალიზოთ რა მიმართულებით მიდის მსოფლიო და მსოფლიო პოლიტიკა“, განაცხადა ერდოღანმა.