მსოფლიომ ოფიციალურად უნდა აღიაროს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ - ზელენსკი

მსოფლიომ ოფიციალურად უნდა აღიაროს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ - ზელენსკი

access_time2022-05-29 12:30:37

მსოფლიომ ოფიციალურად უნდა აღიაროს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ, რადგან ტერორი გახდა მისი მოქმედებების ფაქტობრივად ერთადერთი ფორმა უკრაინასთან და ევროპასთან მიმართებითაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დასრულდა სრულმასშტაბიანი ომის 94-ე დღე და ვითარება ძალიან რთულია, განსაკუთრებით დონბასსა და ხერსონის ოლქის იმ რაიონებში, სადაც რუსული ჯარი ცდილობს რაიმე შედეგი მაინც დადოს.

„ბრძოლის საკვანძო მიმართულებების ფრონტზე - ეს კვლავინდებურად სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, პოპასნაია და სხვა ქალაქებია, რომლებზეც კონცენტრირებულია რუსული შეტევა, მაგრამ ჩვენი თავდაცვის ხაზი შენარჩუნებულია. იქ გამოუთქმელად რთულია. მე მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უძლებს დამპყრობლების ამ თავადასხმას. ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაზე. ეს, პირველ რიგში, იარაღით მომარაგებაა. ყოველდღიურად ვუახლოვდებით იმას, რომ ჩვენი ჯარი გადააჭარბებს ოკუპანტებს ტექნოლოგიურად და დამრტყმელი ძალით. რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული პარტნიორებზე. მათ მზაობაზე მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც საჭიროა თავისუფლების დასაცავად და მე აქ ველი კარგ ამბებს უკვე შემდეგ კვირას“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღეს რუსულმა ჯარმა მიიტანა სრულიად უაზრო და გულწრფელად ბარბაროსული დარტყმები სუმის ოლქზე.

„რაკეტები, ყუმბარმტყორცნები და რისთვის ? რას გაძლევთ ეს ? სუმის ოლქში, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ სხვა ოლქში უკრაინელებმა უკვე ყველაფერი გაიგეს რუსეთზე და ახალი ტერორით ის ვერაფრის დამატებას ვერ შეძლებს. მითუმეტეს, ვერ შეძლებს დაშინებას. მიკოლაევის დღევანდელი დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 7 დაშავებულია, ორი მათგანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ რაიონს, ისინი საბავშვო ბაღიდან ოც მეტრში ჩამოვარდა. აი ასეთი მტრები აირჩია რუსეთის ფედერაციამ თავისთვის. კვლავ და კვლავ შევახსენებ მსოფლიოს, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა აღიარონ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ, ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ. ეს სამართლიანია და ასახავს იმ ყოველდღიურ რეალობას, რომელიც აგრესორმა შექმნა უკრაინაში და ძალიან სურს ამის უფრო შორს ევროპაში გატანა. ეს უნდა იყოს იურიდიულად გამყარებული“,- განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის პირველი პირის თქმით, ის ემზადება ევროპის საბჭოს სხოდმისთვის, რომელიც 30-31 მაისს გაიმართება.

„მივმართავ სხდომის წევრებს და ამ ტერორზეც ვისაუბრებ, რომელიც დღეს ფაქტობრივად გახდა რუსეთის მოქმედების ერთადერთი ფორმა ევროპასთან მიმართებით. ტერორი უკრაინის მიწაზე, ტერორი მთელი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე, ტერორი სასურსათო ბაზარზე, მათ შორის გლობალური მასშტაბით. როგორი ტერორი იქნება შემდგომში ? მხოლოდ ერთად, მხოლოდ ყველა ევროპელი შევძლებთ ასეთი სახელმწიფოს ასეთი პოლიტიკა შევაჩეროთ. რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოსთვის მიმართვაში ყურადღებას გავამახვილებ იმ პროგრესზეც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რომელიც უკვე მიღწეულია და მიიღწევა უახლოეს მომავალში.

ასევე მომავალ კვირას გავაგრძელებ ევროპული ქვეყნების პარლამენტებისთვის მიმართვას. იქნება სხვა ბევრი საერთაშორისო აქტივობაც, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისკენ და ასევე მიმართული იქნება რუსეთზე თავისუფალი მსოფლიოს წნეხის გაძლიერებაზე.

დღეს ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს თავდაცვით მხარდაჭერასა და უკრაინისთვის საწვავის მიწოდებაზე. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება უკრაინულ პორტებზე ბლოკადის მოხსნა ანუ როგორ შეიძლება არ დავუშვათ სასურსათო კრიზისის განვითარება. ცალკე განვიხილეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, მათზე მუშაობის გააქტიურება. ჩნდება სულ უფრო მეტი ინფორმაცია იმაზე, რომ დამპყრობლები ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ ჩვენი ხალხის გასვლა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული რაიონებიდან. ისინი არ ქმნიან არანაირ ჰუმანიტარულ დერეფნებს. ის, ვინც დარწმუნებულია თავის პოზიციაში, ასეთ გადაწყვეტილებებს ნამდვილად არ მიიღებდა. ცალსახად ეს სისუსტის გამოვლენაა. იმის გამოვლინებაა, რომ მათ ადამიანებისთვის არაფრის მიცემა არ შეუძლიათ და ადამიანებსაც არ სურთ მათგან არაფრის აღება. ამიტომ ცდილობენ ადამიანების ტყვედ აყვანას. მაგრამ უკრაინა დაიბრუნებს ყველაფერს თავისას. ყველაფერს და ეს გარდაუვალია. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ყოველდღიურად ეს დრო, გათავისუფლების დრო ახლოვდება. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მუდმივი მადლიერება და დიდება ყველს, ვინც იცავს ჩვენს ქვეყანას! მუდმივი ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც ოკუპანტებმა შეიწირეს! დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზელენსკიმ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up