მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირთული აეროპორტი 2021 წელს 502 მლნ მგზავრს მოემსახურა

მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირთული აეროპორტი 2021 წელს 502 მლნ მგზავრს მოემსახურა

access_time2022-06-09 13:00:11

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული 10 აეროპორტი 2021 წელს 502 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2020 წელთან შედარებით 35%-ით მეტია, თუმცა 2019 წლის სტატისტიკას 42%-ით ჩამორჩება. რეკორდის გაუმჯობესება მიმდინარე წელს თითქმის გამორიცხულია.


2021 წელს ყველაზე მეტ 76 მლნ მგზავრს ამერიკაში, ჯორჯიის შტატში მდებარე ატლანტის აეროპორტი მოემსახურა. 2019 წელს ამ აეროპორტში მგზავრთნაკადი 111 მლნ-ს შეადგენდა, 2020 წელს 43 მლნ-ს. ატლანტის აეროპორტის წლიურმა მგზავრთნაკადმა პანდემიამდე ზედიზედ 5-ჯერ 100 მლნ-ს გადააჭარბა. 2021-ის მონაცემებით 10-დან 8 ყველაზე დატვირთული აეროპორტი შეერთებულ შტატებში 2 კი ჩინეთში მდებარეობდა. 2020 წელს პირიქით, 10-დან 7 ჩინური იყო, 3 ამერიკული. მრავალფეროვნება უფრო პანდემიამდე ნარჩუნდებოდა. 2019 წელს ათეულში ერთდროულად ვხდებოდით როგორც ამერიკულ და ჩინურ, ასევე იაპონურ, არაბულ, ფრანგულ და ბრიტანულ აეროპორტებს.


პანდემიამ და კოვიდრეგულაციებმა ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორს დაარტყა, რომელიც გლობალურად გასული საუკუნის 90-იანი წლების დონეს დაუბრუნა. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2020 წელს 1.465 მლრდ-დან 420 მლნ-მდე შემცირდა, რაც 30 წლიან უკანდახევას ნიშნავდა. 4.560 მლრდ-დან 1.810 მლრდ-მდე შემცირდა თვითმფრინავის მგზავრთა რაოდენობაც. შიდა ფრენების რაოდენობა 2005 წლის დონეს დაუბრუნდა, საერთაშორისო ფრენების 1998 წლის დონეს.


2019 წელს მგზავრთნაკადმა 1 მლრდ-ს 12 ყველაზე დატვირთულ აეროპორტში გადააჭარბა, 2020 წელს იმავე მიზნის მისაღწევად 41 აეროპორტი გახდა საჭირო, 2021 წელს 23 აეროპორტი.


2021 წელს რეგულაციები შერბილდა, მაგრამ არ გაუქმებულა. ჩინეთსა და ზოგიერთ სახელმწიფოში შეზღუდვები 2022-შიც გაგრძელდა, რის გამოც 2019 წლის ნიშნული წელსაც მიუღწეველი დარჩება.



თვითმფრინავის ისტორია 119 წელს ითვლის. ამ ტრანსპორტმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შორ მანძილზე გადასაადგილებლად გემების საჭიროება მთლიანად გამორიცხა. ვარდნამდე, მხოლოდ XXI საუკუნეში მგზავრთნაკადი 2.75-ჯერ 1.65 მლრდ-დან 4.56 მლრდ-მდე გაიზარდა.


საქართველოში სულ 3 საერთაშორისო აეროპორტია. თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა 1 მლნ-ს პირველად 2011 წელს გადააჭარბა, მაქსიმუმს - 3.809 მლნ-ს 2018 წელს მიაღწია, 2019 წელს რუსეთის მიერ 20 ივნისის შემდეგ ფრენების აკრძალვის გამო მგზავრთნაკადი 3.692 მლნ-მდე შემცირდა, 2020 წელს 590 ათასამდე, 2021 წელს კი 1.683 მლნ-მდე გაიზარდა.


ქუთაისის აეროპორტი, როგორც თბილისის აეროპორტის იაფი ალტერნატივა 2012 წელს გაიხსნა. 2013 წელს ის 188 ათას მგზავრს მოემსახურა, 2019 წელს 874 ათასს, 2020 წელს 184 ათასს და 2021 წელს 283 ათასს.


624 ათასიდან 51 ათასამდე შემცირდა ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი, 2021 წელს კი 516 ათასამდე გაიზარდა. როგორც ვარდნის, ასევე აღდგენის ტემპი ყველაზე სწრაფი ბათუმში იყო.


მესტიისა და ამბროლაურის ორი ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი პიკზე 2019 წელს სულ 10 600 მგზავრს მოემსახურა, საიდანაც 80%-ზე მეტი მესტიის აეროპორტზე მოდიოდა.


ჯამში 2019 წელს ყველა ქართული აეროპორტი 5.2 მლნ მგზავრს მოემსახურა, ანუ იმაზე 4-ჯერ ნაკლებს, ვიდრე 2005 წელს 50-ე ადგილზე გასული მანჩესტერის აეროპორტი. გარკვეული მცდელობების მიუხედავად ქართული აეროპორტებიდან ვერც ერთი რეგიონულ ჰაბად ვერ ჩამოყალიბდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up