ჟურნალ Time-ის ვერსიით, 2023 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის არგენტინელი ლიონელ მესი და ფრანგი კილიან მბაპე მოხვდნენ.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი და მბაპე მუნდიალის ისტორიაში ერთმანეთს ყველაზე დრამატულ და სანახაობრივ ფინალში დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი არგენტინელებმა გაიმარჯვეს.
კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელად მესი აღიარეს, ტურნირის ბომბარდირი კი მბაპე გახდა.