მსოფლიოს ბავშვთა დღის ფარგლებში, ჭიათურის მულტინფუქციურ ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ეწვია

მსოფლიოს ბავშვთა დღის ფარგლებში, ჭიათურის მულტინფუქციურ ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ეწვია

access_time2022-11-21 16:21:17

მსოფლიოს ბავშვთა დღის ფარგლებში, ჭიათურის მულტინფუქციურ ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ეწვია. ღასან ხალილი ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა და განათლების ხელმისაწვდომობაზე დისკუსია გამართა.


"20 ნოემბერი იუნისეფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღვნიშნავთ. ამჯერად ჭიათურაში ვიმყოფებით. გაგვიმართლა, რადგან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გავიცანით. Ჩვენი მისიაა შევახსენოთ ყველას, კონვენციით დაკისრებული ვალდებულებები" , განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა .


ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი „ჯორჯიან მანგანეზის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმაა. ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გააქტიურებას, ასევე შრომით ბაზარზე ეფექტიან  ინტეგრაციაში დახმარებას.



“დღეს არის ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღების დღე. ვთვლით, რომ ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უფლებაა მიიღოს განათლება. განათლება არის არჩევანი, თუ რა უნდა გააკეთოს მან ცხოვრებაში. “ჯორჯიან მანგანეზის” მიზანი სწორედ ეს იყო - დაეფუძნებინა ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი. დღეს სტუმრად გვყავს იუნისეფის საქართველოს ოფიცის ხელმძღვანელი, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. “ჯორჯიან მანგანეზი” საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას მომავალშიც გააგრძელებს”,  განაცხადა  კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზის „ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა .


ბავშვთა დღის აღსანიშნავად ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის შენობა გაეროს ფერებში განათდა.

 

 

 (R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up