მსოფლიოს ბრინჯის კრიზისი ელოდება?

მსოფლიოს ბრინჯის კრიზისი ელოდება?

access_time2023-03-31 22:00:34

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, The Economist წერს, რომ მსოფლიო ბრინჯის კრიზისში შედის. გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მოსავლიანობა სტაგნაციაშია, წარმოებისთვის საჭირო მიწა, წყალი და მუშახელი სულ უფრო მწირი ხდება, კლიმატის ცვლილება და ტემპერატურის მატება კი ნათესების გაფუჭებას იწვევს. 

ბრინჯი მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის საკვების მთავარი წყაროა. აზიელები აწარმოებენ ბრინჯის 90%-ზე მეტს და მისგან იღებენ კალორიების მეოთხედზე მეტს. მოსავალზე მოთხოვნა კი სულ უფრო იმატებს აზიისა და აფრიკის მოსახლეობის ზრდის ფონზე. აფრიკა ბრინჯის კიდევ ერთი მსხვილი მომხმარებელია. ერთ-ერთი შეფასებით, 2050 წლისთვის მსოფლიოს თითქმის მესამედით მეტი ბრინჯის წარმოება დასჭირდება, ვიდრე დღეს, თუმცა ამის მიღწევა მეტად რთული ამოცანა ხდება.

 

მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, ბრინჯის წარმოება მკვეთრად იკლებს.ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ მუშახელი და სასოფლო-სამეურნეო მიწები მწირი გახადა. პესტიციდების, სასუქების და ირიგაციის გადაჭარბებულმა გამოყენებამ კი მოწამლა ნიადაგი და მიწისქვეშა წყლები. მაგრამ ყველაზე დიდი მიზეზს, შესაძლოა, გლობალური დათბობა წარმოადგენდეს.

 

ბრინჯი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ექსტრემალური კლიმატური პირობების მიმართ. ახლა კი ვითარება კიდევ უფრო უარესდება. ბრინჯის ინდუსტრია არა მხოლოდ კლიმატის ცვლილების მსხვერპლია, არამედ მისი გამომწვევიც. ბრინჯი მოჰყავთ დატბორილ მინდვრებში, რაც ქმნის იდეალურ პირობებს ბაქტერიებისთვის, რათა განვითარდეს ორგანული ნივთიერებების (ძირითადად, ბრინჯის ჩალის ნარჩენების) დაშლა და მეთანის გამოყოფა. ბრინჯის მცენარე ცუდად შეიწოვს აზოტოვან სასუქებს, რომლებსაც ხშირად ფერმერები ჭარბად იყენებენ, ეს კი აზოტის ოქსიდის გამოყოფას იწვევს.


 

The Economist წერს, რომ პრობლემის გადასაჭრელად, პოლიტიკოსებმა უნდა გაზარდონ ბრინჯის მოსავლიანობა, მაგრამ ეს უნდა იყოს უფრო შერჩევითი. გაუმჯობესებულ პრაქტიკასთან ერთად, მათ ასევე შეუძლიათ, შეამცირონ ზრდის ციკლი და ამისთვის საჭირო წყლის რაოდენობა, რაც შეამცირებს გარემოს ზიანს.


მთავრობებმა უნდა უბიძგონ მწარმოებლებსა და მომხმარებლებს, ბრინჯისგან თავი აარიდონ. ამ მიზნით, ინდოეთი და ინდონეზია პოპულარიზაციას უწევენ ფეტვს, რომელიც უფრო ნოყიერია და გაცილებით ნაკლებ წყალს მოიხმარს. ეფექტურად მიაჩნიათ სუბსიდიების გაუქმებაც, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ბრინჯს სხვა კულტურებთან შედარებით,



ბრინჯის ინდუსტრიაში კრიზისზე მეტყველებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ბოლო ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, ზედიზედ 11 თვეა საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასების საორიენტაციო ინდექსი მცირდება. 1-წლიან შუალედში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სიმინდის ფასები 13%-ით შემცირდა, ხორბლის კი 34%-ით, თუმცა ბრინჯის ფასი იზრდება  და პროდუქტი წლიურად 17%-ითაა გაძვირებული.



მსოფლიომ ბრინჯის კრიზისი 2008 წელს  უკვე გამოსცადა, როდესაც პროდუქტის ფასები დრამატულად, 300%-ით გაიზარდა და მხოლოდ დეკემბერში დასტაბილურდა. მაშინაც ფასის ზრდის გამომწვევი მიზეზი ექსპორტის შეზღუდვები და ნავთობის ფასების ზრდა იყო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up