მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდია. ახალ მონაცემებს გაერო აქვეყნებს, ორგანიზაციის ინფორმაციით ზრდის დაახლოებით 70% მოდის დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე.
მოსახლეობის 7 მილიარდიდან 8 მილიარდამდე გაზრდას დაახლოებით 11 წელი დასჭირდა.
გაეროს პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა 8.5 მილიარდს მიაღწევს 2030 წლისთვის, 9.5 მილიარდს 2050 წლისთვის, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა პიკს, დაახლოებით 10.4 მილიარდს 2080-იანი წლებისთვის მიაღწევს და ამ დონეზე დარჩება 2100 წლამდე.
ზრდა თანაბრად მთელს პლანეტაზე არ მოხდება, თუმცა გაერომ აღნიშნა, რომ 2050 წლამდე გლობალური მოსახლეობის სავარაუდო ზრდის ნახევარზე მეტი კონცენტრირებული იქნება მხოლოდ რვა ქვეყანაში: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DRC), ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ინდოეთში, ნიგერიაში, პაკისტანში, ფილიპინებსა და ტანზანიაში.
გაერო-ს ინფორმაციით, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც არის მოსალოდნელი, კერძოდ, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, რომელიც 2050 წელს 77.2-მდე გაიზრდება.
გაეროს შეფასებით, 65 წლის ასაკის ადამიანთა წილი 2022 წელს არსებული 10%-დან 2050 წელს 16%-მდე გაიზრდება, 5 წლამდე ასაკის ბავშვების რიცხვი დაახლოებით გაორმაგდება.