მსოფლიოს ქალაქები, რომლებიც საახალწლო ღონისძიების ჩატარებას კოვიდ რეგულაციების დაცვით აპირებენ

მსოფლიოს ქალაქები, რომლებიც საახალწლო ღონისძიების ჩატარებას კოვიდ რეგულაციების დაცვით აპირებენ

access_time2021-12-26 16:30:39

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ზოგიერთმა ქალაქმა კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტის გავრცელების გამო საახალწლო დღესასწაულები და მასობრივი შეკრებები აკრძალა, ზოგიერთი ქალაქი მაინც გეგემავს ახალი წლის ღამის, კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარებას.

ნიუ-იორკი

ნიუ-იორკი მოითხოვს ნიღბებს და სოციალურ დისტანციას Times Square-ის შემცირებულ საახალწლო ზეიმზე. კერძოდ, ნიუ-იორკის მთავრობამ დააწესა 15 000-კაციანი ლიმიტი, ხოლო სხვადასხვა ადგილებზე დამსწრეებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი და ატარონ ნიღაბი. აღსანიშნავია, რომ საახალწლო კონცერტზე ხალხს ღამის 3 საათამდე არ შეუშვებენ. ამის შესახებ მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

ბანგკოკი

ნიუ-იორკის მსგავსად ტაილანდის დედაქალაქი ბანგკოკიც გამართავს დღესასწაულებს - უსაფრთხოების წესების დაცვით. ხალხისთვის ნებადართული იქნება მხოლოდ ღია ცის ქვეშ გადაადგილება. დამსწრეებმა უნდა წარადგინონ აცრის ან 72 საათიანი ტესტირების დოკუმენტი და წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ ღონისძიებაზე დასასწრებად.

კეიპტაუნი

სამხრეთ აფრიკის ზღვისპირა ქალაქი კეიპტაუნიც ჩაატარებს საახალწლო ღონისძიებას, უსაფრთხოების ნორმების შემოწმებით. მათ შორისაა, ადგილების ადრეული დახურვა და მკაცრი კომენდანტის საათი.


დუბაი

VisitDubai.com-ის ცნობით, ბურჯ ხალიფაში, მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობაში, საახალწლო ღონისძიება კვლავ იგეგმება. ემირატი მოსთხოვს ვიზიტორებს, დარეგისტრირდნენ U by Emaar აპლიკაციის გამოყენებით, რათა მიიღონ ინდივიდუალური QR კოდები, რომლებიც მათ ღონისძიებაზე წვდომის საშუალებას მისცემს.

ლას ვეგასი

Las Vegas Review Journal-ის ცნობით, ახალი წლის ღამეს იგეგმება ფოიერვერკების გაშვება რვა სასტუმრო-კაზინოდან - რვა წუთის განმავლობაში. ასევე მოეწყობა ლას-ვეგასის ცენტრში ფოიერვერკების შოუ.

სიდნეი

ავსტრალიის უდიდესი ქალაქი წინასაახალწლო გეგმებს აგრძელებს, მაგრამ წელს დასწრებისთვის საზოგადოებას ბილეთებს მოსთხოვს, რომლის შეძენასაც ადამიანები საახალწლო ვებ-საიტის მეშვეობით შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ სიდნეიში ახალი წლის ღამეს ხალხს ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს არ მოსთხოვენ.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up