მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი წლის დადგომა იზეიმეს. 2023 წლის დადგომას ყველაზე ადრე წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოები - ტონგა, სამოა და კირიბატი ზეიმობენ.
ახალი წელი უკვე აღნიშნეს ახალ ზელანდიაშიც. ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 2023 წელს ტრადიციული გრანდიოზული ფოიერვერკებით შეხვდნენ.
მომდევნო საათში ახალი წელი იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეაში დადგება.