მსოფლიოს საწყობებში, ხორბლის მხოლოდ 10 კვირის მარაგი დარჩა - საგანგაშო სიგნალი გაეროს უშიშროების საბჭოზე

მსოფლიოს საწყობებში, ხორბლის მხოლოდ 10 კვირის მარაგი დარჩა - საგანგაშო სიგნალი გაეროს უშიშროების საბჭოზე

access_time2022-05-25 21:13:59

მსოფლიოს საწყობებში, ხორბლის მხოლოდ 10 კვირის მარაგი დარჩა. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოზე, სასურსათო უსაფრთხოების ექსპერტმა, აგრარული ანალიტიკური კომპანია  Gro Intelligence-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სარა მენკერმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ომმა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ცეცხლზე ნავთი დაასხა.

თავდაპირველად, მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ გამხდარა სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის მიზეზი, ამან უბრალოდ ნავთი დაასხა ცეცხლზე, რომელიც დიდი ხანია ენთო. კრიზისი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ პანდემიამდე დიდი ხნით ადრე, მეტყველებს ჩვენი მიწოდების ჯაჭვების სისუსტეზე, - განაცხადა მენკერმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომი ხვალვე დამთავრდება, შეთანხმებული ქმედებების გარეშე , სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა უახლოეს მომავალში არ მოიხსნება.მენკერი აღნიშნავს, რომ  მთელ მსოფლიოში, სასურსათო რისკების ზონაში 400 მილიონამდე ადამიანი მოექცა

დღეს, პირობები უარესია, ვიდრე 2007 და 2008 წლებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარცვლეულის მარაგი ამჟამად ყველაზე დაბალია, რაც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ამასთან,  სასუქზე ხელმისაწვდომობა მკაცრად შეზღუდულია და იმ რეგიონებში, სადაც ხორბალი მოჰყავთ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვებია.  ანალოგიური პრობლემებია სიმინდსა და სხვა მარცვლეულებთანაც,- განაცხადა მენკერმა.


გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის დაბლოკვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთმა კატეგორიულად უარყო. ბლინკენი ამტკიცებს, რომ მოსკოვი ხორბალს ომის იარაღად იყენებს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up