კორონავირუსის გამო მსოფლიოს სოციალური დისტანციის დაცვა 2022 წლამდე მოუწევს. ამის შესახებ FOX NEWS-ი ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ COVID 19 სეზონურ ხასიათს მიიღებს, ვაქცინის ან სპეციალური მედიკამენტის შექმნამდე კი მისი გავრცელების შეჩერების საუკეთესო საშუალება სწორედ დისტანციის დაცვა იქნება. მათივე თმით, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომ თვეებში. მაგალითად, შეიცვლება თუ არა ვირუსის გავრცელება წელიწადის დროების ცვლასთან ერთად და გამოუმუშავდებათ თუ არა დაავადებულებს იმუნიტეტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge