მსოფლიოს უმსხვილესი მონაცემთა დაცვის ცენტრები დიზელის საწვავს ყიდულობენ, იმ შემთხვევისთვის თუ ზამთარში ენერგომომარაგებაში შეფერხებები დაფიქსირდება. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
„უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან ჩვენ ვამუშავებდით ანტიკრიზისულ გეგმას. ახლა მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩენი სისტემების მუშაობა დიზელის საწვავზე მთელი ერთი კვირით“ - განაცხადა ამერიკული კომპანია Equinix-ის აღამსრულებელმა დირექტორმა და ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმსოავლეთის მიმართულების უფროსმა, ჰარი ენტკენხედმა. „როგორც ჩანს, ამ დარგში მოელიან, რომ ენერგორესურსებზე მზარდი ფასის ფონზე, მიწოდებაში შეფერხებები იქნება“, - აღნიშნავს გაზეთი. Equinix-ის ცნობით, ჩვეულებრივ, მათი დიზელის ავზები 60%-ით არის ხოლმე სავსე, თუმცა ახლა ისინი 90%-მდე სავსეა.
Financial Times-ი წერს, რომ დიზელის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს კიდევ ერთი დატა-ცენტრების შემნახველი კომპანია - Digital Reality აწარმოებს.
როგორც გამოცემა წერს, მსოფლიოს მონაცემთა დაცვის ცენტრები წლიურად 200-250 ტერავატ საათ ელ. ენერგიას მოიხმარენ და მათზე მსოფლიო ენერგომოხმარების დაახლოებით 1% მოდის. როგორც წესი, ისინი ენერგიას პირდაპირ ქსელიდან იღებენ, თუმცა გაუთვალსიწინებელი შემთხვევებისას გამართული მუშაობის შესანარჩუნებლად, ყველა ცენტრი დიზელის გენერატორით არის აღჭურვილი.