მსოფლიოს უდიდესმა საკრუიზო კომპანია MSC Cruises-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრუიზზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო, თითო ადამიანზე 13 200 დოლარად.
საკრუიზო გემი MSC Magnifica მოგზაურობას 2025 წლის იანვრის პირველი რიცხვებიდან დაიწყებს და 21 ქვეყნის 50 ქალაქში შევა. კრუიზის ხანგრძლივობა 116 ღამე, ხოლო გემი ზღვაში 57 დღე იქნება.
მოგზაურობა დაიწყება ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში, შემდეგ საკრუიზო ლაინერი აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში გადაინაცვლებს და ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პორტებს ეწვევა. ნაოსნობა კი იტალიაში დასრულდება.