მსოფლიოს უმდიდრესი სუვერენული ფონდების რეიტინგი - SWF ინსტიტუტი

მსოფლიოს უმდიდრესი სუვერენული ფონდების რეიტინგი - SWF ინსტიტუტი

access_time2023-01-09 18:15:01

მსოფლიოს კეთილდღეობის სუვერენული ფონდების აქტივების მთლიანმა მოცულობამ 2022 წლის ბოლოსთვის მოიმატა და 10,12 ტრლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა იმავე წლის სექტემბერში 10,3 ტრლნ დოლარი იყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინვესტიციების შემსწავლელი ინსტიტუტის, SWF-ის უახლესი კლასიფიკაციის ანგარიშში წერია, რასაც არაბული პორტალი, Alborsaa ავრცელებს.



რეიტინგში პირველი ადგილი ჩინეთის საინვესტიციო კორპორაციამ დაიკავა, რომლის აქტივებმა 1,35 ტრლნ დოლარი შეადგინა. სექტემბრიდან ფონდის აქტივები 129 მლრდ დოლარით გაიზარდა. ჩინეთს ლიდერობა ნორვეგიამ დაუთმო და 1,13 ტრლნ დოლარის მაჩვენებლით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სექტემბრიდან წლის ბოლომდე ნორვეგიის აქტივები 133 მლრდ დოლარით შემცირდა.



მსოფლიოში ყველაზე დიდი სუვერენული ფონდების რეიტინგში საუდის არაბეთის სახელმწიფო სუვერენულმა ფონდმა მეექვსე ადგილი დაიკავა, რომლის აქტივებმა 2022 წლის ბოლოსთვის 607,42 მლრდ დოლარი შეადგინა. Alborsaa წერს, რომ ამ ფონდის სტრატეგიის მიხედვით, აქტივების ოდენობა 2025 წლისთვის უნდა გაორმაგდეს და მინიმუმ 1,06 ტრლნ დოლარი შეადგინოს, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 2,7 ტრლნ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.



მსოფლიო სუვერენული ფონდების ტოპ 10-ეული ასეთია:


 

1. ჩინეთის საინვესტიციო კორპორაცია - 1,35 ტრლნ დოლარი (სექტემბრიდან წლის ბოლოსთვის +129 მლრდ დოლარი)

2. ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდი - 1,13 ტრლნ დოლარი (სექტემბრიდან მინუს 133 მლრდ)

3. აბუ დაბის საინვესტიციო ორგანო (არაბთა გაერთანებული საემიროები) - 790.00 მლრდ დოლარი (+81.25 მლრდ)

4. ქუვეითის საინვესტიციო ორგანო (საინვესტიციო გენერალური დირექტორატი) - 750.00 მლრდ დოლარი (+41.58 მლრდ)

5. სინგაპურის G.I.C Private Limited – 690 მლრდ დოლარი (სექტემბრიდან უცვლელი)

6. საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი - 607.41 მლრდ დოლარი (სექტემბრიდან უცვლელი)

7. ჰონგ კონგის სავალუტო ორგანოს საინვესტიციო პორტფოლიო - 588,90 მლრდ დოლარი (სექტემბრიდან უცვლელი)

8. სინგაპურის Temasek Holdings - 496.59 მლრდ დოლარი (სექტემბრიდან უცვლელი)

9. ყატარის საინვესტიციო ორგანო - 461.00 მლრდ დოლარი (სექტემბრიდან უცვლელი)

10. ჩინეთის სოციალური დაცვის ფონდის ეროვნული საბჭო - 447.36 მლრდ დოლარი (სექტემბრიდან უცვლელი)

 

bpn





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up