არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელდა.
Numbeo-ს რეიტინგი, რომელიც ვიზიტორთა გამოკითხვებსა და დანაშაულის ინდექსს ემყარება, 459 ქალაქს მოიცავს. ლიდერ აბუ დაბის მაქსიმალური 100-დან 88,14 ქულა აქვს.
სამეულში ასევე მოხვდნენ კატარის დედაქალაქი დოჰა და ესპანეთის საკურორტო ქალაქი სან სებასტიანი.
რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს ის უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში 45-ე ადგილზეა 74.93-იანი ინდექსით. 2021 წლის რეიტინგში საქართველო 35-ე პოზიციაზე იყო, 2020 და 2019 წლებში კი 15-ე პოზიციაზე.
2022 წლის რეიტინგის მიხედვით რეგიონში უსაფრთხოების ინდექსით თბილისს ერევანი უსწრებს, სომხეთის დედაქალაქი 29-ე პოზიციაზეა. თბილისს საკმაოდ ჩამორჩება ბაქო, რომელიც 103-ე ადგილს იკავებს.