მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოდ წელსაც ფინეთი დასახელდა. ამის შესახებ CNN-ი World Happiness Report-ის ყოველწლიურ რეიტინგზე დაყრდნობით წერს.
World Happiness Report-ის მიხედვით, ფინეთი რეიტინგის ლიდერი ზედიზედ მეექვსედ გახდა. პირველ ათეულში ასევე შევიდნენ: დანია, ისლანდია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ისრაელი, ლუქსემბურგი და ა.შ. საქართველო რეიტინგში 90-ე ადგილზეა.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ორივე ქვეყანის რეიტინგი შეცვალა. წლევანდელ რეიტინგში რუსეთი 70-ე ადგილზეა, უკრაინა კი 92-ე ადგილზეა. სიის ბოლოში ავღანეთია 137-ე ადგილით, ლიბანი კი 136-ე ადგილზეა, ამ ქვეყნებში ცხოვრების საშუალო შეფასება ხუთ ქულაზე დაბალია.
რეიტინგის შედგენისას ექსპერტები ითვალისწინებენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციის დონე, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური სისტემების მუშაობის ხარისხი, თავისუფლების ხარისხი და სხვა.