მსოფლიოს ყველაზე დიდი საჰაერო სატვირთო ხომალდის An-225 Mriya-ს განადგურებიდან 1 წელი გავიდა

მსოფლიოს ყველაზე დიდი საჰაერო სატვირთო ხომალდის An-225 Mriya-ს განადგურებიდან 1 წელი გავიდა

access_time2023-02-26 12:00:02

მსოფლიოს ყველაზე დიდი სატვირთო საჰაერო ხომალდის განადგურებიდან ერთი წელი გავიდა. ერთადერთი An-225 Mriya 2022 წლის 27 თებერვალს, რუსმა აგრესორებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ გოსტომელის აეროდრომში, საკუთარ ანგარში გაანადგურეს. ბორტი რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიწვა.


თვითმფრინავს პირველად თავს 24 თებერვალს დაესხნენ. FlightRadar-ის მონაცემებით, 5 თებერვლის შემდეგ თვითმფრინავი გოსტომელის აეროდრომზე იდგა. 27 თებერვალს კი უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საჰაერო ხომალდი განადგურდა.


AN-225-ის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ.


2022 წლის თებერვლის ბოლომდე  მსოფლიოში მხოლოდ ერთი AN-225 არსებობდა და ის უკრაინული ავიაკომპანია და თავისივე მწარმოებლის Antonov Airlines-ის კუთვნილება იყო.


An-225 Mriya-ს აღდგენა/მშენებლობისთვის უკრაინამ სპეციალური ფონდიც კი დააფუძნა. Antonov-ში აცხადებდნენ, რომ მსოფლიო საავიაციო ფლოტის ფლაგმანი​ს Mriya-ს აღდგენისთვის საჭიროა საპროექტო და სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაცია, მაგრამ არ არის საკმარისი თანხა.



2022 წლის აპრილის ბოლოს უკვე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძლავრი თვითმფრინავის აღდგენა იგეგმებოდა. უკრაინაში იყო AN-225 Mriya-ს დაუმთავრებელი მეორე ასლის ფუზელაჟი. უკრაინული მედია წერდა, რომ მეორე Mriya-ს დასასრულებლად საჭიროა 700 მლნ დოლარიდან 1 მლრდ დოლარამდე.


აპრილშივე გაჟღერდა, რომ თურქეთი მეორე An-225 Mriya-ს დასრულებას განიხილავდა. ის, რომ თურქული მხარე მეორე „ოცნების“ მშენებლობის დასრულებით იყო დაინტერესებული აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა, უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლეგ ურუსკიმ გაასაჯაროვა.


უკრაინამ მოახერხა და ომის მიუხედავად საჰაერო ხომალდის მშენებლობის პროცესი დაიწყო. მეორე An-225 Mriya, რომელიც ლეგენდარულ „ოცნების“ ლაინერს ჩაანაცვლებს უზრუნველყოფილი იქნება როგორც ახალი, ასევე დაზიანებული თვითმფრინავის ნაწილებით.


ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში Antonov-ის სახელმწიფო საწარმოს გენერალურმა დირექტორმა ევგენი გავრილოვმა განაცხადა, რომ ახალი Mriya უკვე 30%-ით მზადაა. სამუშაო ფარულ ადგილას მიმდინარეობს.


ცნობილია, რომ მეორე „ოცნების“ დაფინანსების მოძიებაში უკრაინას ლაიფციგის/ჰალის საერთაშორისო აეროპორტიც ეხმარება. რუსების მიერ განადგურებული An-225 აღნიშნული აეროპორტის ხშირი სტუმარი იყო. გარდა ამისა, ავიაკომპანია Antonov-ი სწორედ ამ აეროპორტშია, დროებით, ბაზირებული.




თეგები:
An-225 Mriya



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up