ბოლო
12 თვის მანძილზე
მსოფლიოს 10-მა
ყველაზე მაღალანაზღაურებადმა
სპორტსმენმა 1,05 მლრდ.
დოლარის შემოსავალი
მიიღო, რაც
28%-ით მეტია,
ვიდრე 2020 წელს
ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1.კონორ მაკგრეგორი -180 მლნ. დოლარი
სპორტის სახეობა - შერეული ორთაბრძოლები,
ხელფასი და ჰონორარები - 22 მლნ. დოლარი
სარეკლამო კონტრაქტები - 158 მლნ. დოლარი
ასაკი - 32 წელი
მოქალაქეობა - ირლანდია
2020 წელის იანვარში მაკგრეგორის გამოჩენა რვაკუთხეში ტრიუმფალური არ ყოფილა - მან პირველი ბრძოლა ამერიკელ დასტინ პორიესთან წააგო.
თუმცა, სპორტი მისი შემოსავლების ერთად-ერთი წყარო არაა - 2021 წელს მას მნიშვნელოვანი მოგება - 150 მლნ. დოლარი - ვისკის მწარმოებლის Proper No.-ს აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვამ მოიტანა.
მას ასევე სარეკლამო კონტრაქტები ტანსაცმლის მწარმოებელ Roots of Fight–თან და ვიდოეთამაშ Dystopia: Contest of Heroes-სთან აქვს.
2. ლიონელ მესი - 130 მლნ. დოლარი
სპორტის სახეობა - ფეხბურთი
ხელფასი და ჰონორარები - 97 მლნ. დოლარი
სარეკლამო კონტრაქტები - 33 მლნ. დოლარი
ასაკი - 33 წელი
მოქალაქეობა - არგენტინა
ძირითადი შემოსავლის გარდა, მესის სამუდამო კონტრაქტების Adidas-სთან და ტანსაცმლის მწარმოებელ ჯინი ჰილფიგერთან აქვს. ის ასევე Lay’s, Pepsi-ს და სხვა მსხვილი ბრენდებთან თანამშრომლობს.
3. კრიშტიან რონალდუ, 120 მლნ. დოლარი
სპორტის სახეობა - ფეხბურთი
ხელფასი და ჰონორარები - 70 მლნ. დოლარი
სარეკლამო კონტრაქტები - 50 მლნ. დოლარი
ასაკი - 36 წელი
მოქალაქეობა - პორტუგალია
რონალდუ მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც 2021 წლის თებერვლისთვის სოციალურ ქსელებში Facebook, Instagram და Twitter-ში 500 მლნ ხელმომწერი შეაგროვა, მარტში კი გატანილი გოლების კუთხით პელეს რეკორდი მოხსნა - ბრაზილიელმა 767 გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალიელმა - 770.
მისი 4-წლიანი კონტრაქტი „იუვენტუსთან“ წელიწადში 64 მლნ. დოლარი ღირს, და 2022 წლამდე მოქმედებს,
მას ასევე სამუდამო კონტრაქტი Nike-თან და წილი ტანსაცმლის მწარმოებელ CR7-ში აქვს. ის ასევე სასტუმროებს და სატრენაჟორო დარბაზებს ფლობს.
4. დაკ პრესკოტი - 107 მლნ. დოლარი
სპორტის სახეობა - ამერიკული ფეხბურთი
ხელფასი და ჰონორარები - 97,5 მლნ. დოლარი
სარეკლამო კონტრაქტები - 10 მლნ. დოლარი
ასაკი - 27 წელი
მოქალაქეობა - აშშ
„Dallas cowboys”-ის ვარსკლავი ტრავმის შემდეგ დიდ სპორტში ბრუნდება, და მას სასიამოვნო ბონუსი ელის - 4-წლიანი კონტრაქტის გაგრძელება, რომლის მთლიანი ღირებულება 160 მლნ. დოლარია.
პრესკოტი ასევე ტექასში რესტორნების ქსელ Walk-On-ში ინვესტირებას გეგმავს
5. კევინ დიურანტი
სპორტის სახეობა - კალათბურთი
ხელფასი და ჰონორარები - 31 მლნ. დოლარი
სარეკლამო კონტრაქტები - 44 მლნ. დოლარი
ასაკი - 32 წელი
მოქალაქეობა - აშშ
სპორტთან ერთად დიურანტი 2021 წელს მედიამგანატიც გახდა - მისი კომპანია Thirty Five Ventures-ს წყალობით, რომელიც შოუ-ბიზნესზე დოკუმენტურ ფილმებს და სერიალებს იღებს.
ასევე, 2020 წელს მან საკალათბურთო კლუბი „ფილადელფია“ შეიძინა.
6. ჯეიმს ლებრონი - 96,5 მლნ. დოლარი
სპორტის სახეობა - კალათბურთი
ხელფასი და ჰონორარები - 31,5 მლნ. დოლარი
სარეკლამო კონტრაქტები - 65 მლნ. დოლარი
ასაკი - 36 წელი
მოქალაქეობა - აშშ
2020 წელი ლებრონისთვის ძალიან წარმატებული იყო - მან NBA-ში შემოსავლის კუთხით რეკორდი მოხსნა.
ის აქტიური არა მხოლოდ სპორტშია - კალათბურთელმა მთავარი როლი ფილმში Space Jam: A New Legacy-ში შეასრულა, და PepsiCo-სთან სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა.
მან ასევე შეიძინა მცირე წილი სპორტულ საინვესტიციო კომპანიაში, რომელიც საკალათბურთო კლუბ „Boston red socks”-ს და ინგლისურ საფეხბურთო გრანდს “Liverpool”-ს ფლობს.
7. ნეიმარი - 95 მლნ. დოლარი
სპორტის სახეობა - ფეხბურთი
ხელფასი და ჰონორარები - 76 მლნ. დოლარი
სარეკლამო კონტრაქტები - 19 მლნ. დოლარი
ასაკი - 29 წელი
მოქალაქეობა - ბრაზილია
ნეიმარს Facebook, Instagram და Twitter-ში 282 მლნ. ხელმომწერი ყავს, და ის სოციალურ ქსელებში პოპულარობით მსოფლიოში მესამე ფეხბურთელია კრიშტიან რონალდუს და ლიონელ მესის შემდეგ.
მან ასევე ხელი Puma-სთან სარეკლამო კონტრაქტს მოაწერა. 2021 წელს კომპანია
Epic Games ნეიმარი თამაშ Fortnite-ის პერსონაჟებს შორის შეიყვანა.
8. როჯერ ფედერერი - 90 მლნ. დოლარი
სპორტის სახეობა - ჩოგბურთი
ხელფასი და ჰონორარები - 0.03 მლნ. დოლარი
სარეკლამო კონტრაქტები - 90 მლნ. დოლარი
ასაკი - 39 წელი
მოქალაქეობა - შვეიცარია
მუხლის ტრავმის გამო ფედერერმა თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა, და მისი სპორტული შემოსავლები თითქმის ნულოვანია.
თუმცა, მან 90 მლნ. დოლარი სარეკლამო კონტრაქტების წყალობით მიიღო - მის პარტნიორების შორის არიან Rolex, Credit Suisse და Uniqlo.
9. ლიუს ჰემილტონი - 82 მლნ. დოლარი
სპორტის სახეობა - „ფორმულა-1’
ხელფასი და ჰონორარები - 70 მლნ. დოლარი
სარეკლამო კონტრაქტები - 12 მლნ. დოლარი
ასაკი - 36 წელი
მოქალაქეობა - ბრიტანეთი
2020 წელს Mercedes-ის პილოტი „ფორმულა-1“-ს ჩემპიონი მე-7-დ გახდა.
მისი შემოსავლის წყარო ასევეა სარეკლამო კონტრაქტები ისეთ ბრენდებთან, როგორც Tommy Hilfiger, Monster Energy და Puma.
10. ტომ ბრედი - 45 მლნ. დოლარი
სპორტის სახეობა - ამერიკული ფეხბურთი
ხელფასი და ჰონორარები - 45 მლნ. დოლარი
სარეკლამო კონტრაქტები - 31 მლნ. დოლარი
ასაკი - 43 წელი
მოქალაქეობა - აშშ
43 წლის სპორტსმენისთვის 2020 წელი კარიერაში ყველაზე მომგებიანი გახდა.
ის ასევე წარმატებული ბიზნესმენია და ველნესბრენდ TB12- და კინოკომპანიას ფლობს.
forbes.ru
თენგიზ აბლოთია