იაპონია მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზეა იმ კომპანიების რაოდენობით, რომელთა ასაკი 100 წელზე მეტია. დღეისათვის ამ ქვეყნაში ასეთი კომპანიების რაოდენობა 37,5 ათასია - წერს იაპონური გაზეთი The Asahi.
ამ მონაცემით, მეორეზეა - აშშ 19,5 ათასით, მესამეზე კი 14 ათასით შვედეთი. ათეულში ასევე არიან გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ავსტრია, კანადა, ნიდერლანდები და მეათე ადგილზე - ფინეთი.
რაც შეეხება უძველეს იაპონურ კომპანიას, ასეთად ითვლება სამშენებლო კომპანია „კონგო-მური“, რომელიც 578 წელია ფუნქციონირებს.
ამასთან, ტოკიოს საფონდო ბირჟის იაპონიის პრესტიჟული კომპანიების ჩამონათვალში 100-წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს 589 კომპანიას. ამ მაჩვენებლით მას ვერ შეედრება ვერცერთი მსხვილი ფინანსური მოედანი მსოფლიოში - წერს The Asahi. მათ შორის ყველა ხანგრძლივი ისტორია აქვს კომპანიას Matsui Construction, რომელიც 1586 წელსაა დაფუძნებული. მას სიძველით კონკურენციას უწევს მეტალუგრიული და სამთომომპოვებელი კომპანია Metal Mining, რომელიც 1590 წელსაა დაფუძნებული.