მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

access_time2022-12-05 11:15:36

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ თარიღს უკვე მეორე წელია აქტიური ღონისძიებებით უერთდება.



მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო კონკურენციის კვირეულის თემატიკას მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია იღებდა.  მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები. თემატური სესიების ფორმატში, მონაწილეებმა ერთმანეთს კონკურენციის და  მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროპაში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.


 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე - „საერთაშორისო კონფერენციამ, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეფასებები მიიღო. ვფიქრობთ, რომ  ეს პლატფორმა ეტაპობრივად განვითარდეს  და მსოფლიო კონკურენციის კვირეულის ფარგლებში თბილისიც აქტიურ ლოკაციად იქნას მონიშნული. 2020 წლიდან დღემდე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა. კერძოდ, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საქართველოს აქვს DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული კანონმდებლობა. 2021 წლიდან სააგენტოს ეკისრება „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონის აღსრულება. 2022 წლის 1 ივნისიდან კი ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი. სააგენტო აქტიურად ვითარდება და მთავარი მიზანი სამართლიანი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.


 


მინდა კონკურენციის საერთაშორისო დღე მივულოცო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გუნდს, ქართულ საზოგადოებას, ვინც სხვადასხვა დროს აქტიურად იყო და დღესაც არის ჩართული კონკურენციის პოლიტიკის ეფექტური აღსრულების პროცესში.

  

 

მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მედიას და დონორ ორგანიზაციებს, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, კოლეგა მარეგულირებელ უწყებებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. გილოცავთ კონკურენციის საერთაშორისო დღეს ყველას!

 


2022 წელს,  მსოფლიო კონკურენციის დღე სლოგანით: „კონკურენცია და კლიმატის ცვლილებები აღინიშნება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up