მსოფლიოში COVID-19-ის მაჩვენებელი 1 კვირაში 9%-ით დაეცა, ხოლო სიკვდილიანობა 15%-ით შემცირდა. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენში.
15-დან 21 აგვისტომდე პერიოდში, COVID-19-ის შემთხვევები დაეცა ექვსივე რეგიონში, ყველაზე დიდი კლებაა აფრიკაში (25%-ით), ევროპაში (20%-ით) და ამერიკაში (18%-ით).
იმავდროულად, ჯანმო აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ შეცვალა COVID-19-ის ტესტირების სტრატეგია, რის შედეგადაც ახლა ნაკლები ტესტირება კეთდება და, შესაბამისად, დაავადების ნაკლები შემთხვევები ფიქსირდება.
სულ რაღაც ერთ კვირაში მსოფლიოში COVID-19-ის 5,3 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
COVID-19-ით სიკვდილიანობა დაეცა ყველა რეგიონში, გარდა აფრიკისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის ქვეყნებისა, სადაც რეალურად სიკვდილიანობა გაიზარდა 183%-ით და 8%-ით შესაბამისად. სხვა რეგიონებში სიკვდილიანობის შემცირება ყველაზე თვალსაჩინო ევროპაშია (30%-ით).
მთლიანობაში, კვირაში მსოფლიოში COVID-19-ით სიკვდილიანობის 14000 შემთხვევა აღირიცხა.