მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 კვირაში 3,2 მილიონით გაიზარდა, რაც წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,7 მილიონით მეტია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, Covid-ის სტატისტიკა აღნიშნულ მაჩვენებლამდე 10 კვირის განმავლობაში პირველად გაიზარდა.
შვიდი დღის განმავლობაში მსოფლიოში დაახლოებით 9,5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდისგან.
ამავდროულად, ევროპაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი თითქმის ერთი თვეა იზრდება.