ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ სამშაბათს დილის მდგომარეობით 630 მილიონ 549 ათას 25-ს მიაღწია.
მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 590 ათას 432 ადამიანი გარდაიცვალა.
30 მილიონზე მეტი ინფიცირების მქონე ქვეყნებში შედის ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია.
ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იყო:
აშშ – 97 მილიონ 495 ათას 76 და 1 მილიონ 70 ათას 389.
ინდოეთი - 44 მილიონ 654 ათას 638 და 529 ათას 77.
საფრანგეთი - 37 მილიონ 30 ათას 865 და 158 ათას 34.
ბრაზილია - 34 მილიონ 828 ათას 749 და 688 ათას 157.
გერმანია - 35 მილიონ 619 ათას 687 და 153 ათას 694.
პორტალ Worldometer-ის მიხედვით, რომელიც სპეციალიზირებულია მსოფლიო მასშტაბის მოვლენების სტატისტიკაზე, სამშაბათს დილის მდგომარეობით პლანეტაზე 1 მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 846.0 იყო. აშშ-ში 1 მილიონ მოსახლეზე 3267 ადამიანი იღუპება, ინდოეთში – 375, საფრანგეთში – 2393, ბრაზილიაში – 3185, გერმანიაში – 1821.