კვირას დილის მდგომარეობით მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 555 მლნ 27 ათას 172-ს მიაღწია, აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მლნ 350 ათას 600 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსით 20 მილიონზე მეტი დაავადებული ქვეყნების ჩამონათვალში კვლავ შედიან ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო.
ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ, შესაბამისად, შეადგინა:
აშშ – 88 მლნ 572 ათას 807 და 1 მლნ 20 ათას 852.
ინდოეთი - 43 მლნ 622 ათას 651 და 525 ათას 428.
ბრაზილია - 32 მლნ 874 ათას 501 და 673 ათას 554.