ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ხუთშაბათს დილის მდგომარეობით 623 191 879 მიაღწია.
მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19 ინფექციის შედეგად 6 562 338 ადამიანი გარდაიცვალა.
30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია.
ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ, შესაბამისად, შეადგინა:
აშშ - 96,836,953 და 1,064,058.
ინდოეთი - 44 621 319 და 528 847.
საფრანგეთი - 36 255 606 და 156 715.
ბრაზილია - 34,731,539 და 686,963.
გერმანია - 34 403 129 და 151 095.
პორტალი Worldometer-ის მიხედვით, რომელიც სპეციალიზირებულია მსოფლიოს ძირითადი მოვლენების სტატისტიკაზე, პლანეტაზე 1 მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხუთშაბათის დილის მდგომარეობით იყო 842,3. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 მილიონ მოსახლეზე 3254 ადამიანი იღუპება, ინდოეთში 376, საფრანგეთში 2374, ბრაზილიაში 3190 და გერმანიაში 1801.