დღევანდელი დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 639 017 016-ს მიაღწია. ამას ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები მოწმობს.
მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 623 604 ადამიანი გარდაიცვალა.
30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია.
ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა:
აშშ – 98 386 225 ინფიცირებული და 1 077 777 გარდაცვლილი.
ინდოეთი - 44 671 300 ინფიცირებული და 530 596 გარდაცვლილი.
საფრანგეთი - 37 641 319 ინფიცირებული და 159 467 გარდაცვლილი.
ბრაზილია - 35 052 152 ინფიცირებულიდა 689 155 გარდაცვლილი.
გერმანია - 36 280 371 ინფიცირებული და 156 951 გარდაცვლილი.
პორტალ Worldometer-ის მიხედვით, რომელიც სპეციალიზირებულია მსოფლიო მასშტაბის ძირითადი მოვლენების სტატისტიკაზე, ოთხშაბათის დილის მდგომარეობით პლანეტაზე 1 მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 850,5 იყო. აშშ-ში 1 მილიონ მოსახლეზე 3296 ადამიანი იღუპება, ინდოეთში – 377, საფრანგეთში – 2416, ბრაზილიაში – 3200, გერმანიაში – 1871.