2021 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით სოციალურად ორიენტირებული ESG-ობლიგაციების ჯამურმა მოცულობამ 77%-ით მოიმატა და პირველად 1,036 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას MarketWatch, ბირჟების ოპერატორ კომპანია Intercontinental Exchange-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ამ ტიპის ბონდების განთავსების რაოდენობა გაზრდილია თითქმის ორჯერ 3020-მდე. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში არ არის შეყვანილი სახელმწიფო ობლიგაციები.
ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ყველაზე აქტიურად ESG-ბონდებს ათავსებდნენ კომპანიები საფრანგეთიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან.
bpn.ge