მსოფლიოში იაფი ავიაციის ერა წარსულს ბარდება?

მსოფლიოში იაფი ავიაციის ერა წარსულს ბარდება?

access_time2022-07-05 18:00:12

პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა, რომ მოგზაურობა იაფი აღარ არის. ქართველი ტურისტებიც, სოციალურ ქსელებში, ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ფასებთან დაკავშირებითაც, თუ ადრე შესაძლებელი იყო ბილეთის 20-50 ლარად ყიდვაც, ახლა იგივე მიმართულებით ფრენა შესაძლოა 1000 ლარიც კი ღირდეს.


ეს მსოფლიო ტენდენციაა. მაგალითად, ჩინური ავიაკომპანიები თებერვლის შემდეგ უკვე მეხუთედ ზრდიან, ბილეთის ღირებულებაში გათვალისწინებულ საწვავის გადასახადს. 5 ივლისიდან ის რეკორდულ – 200 იუანს მიაღწევს.


ევროპული ავიაკომპანიები კვლავ სთავაზობენ მომხმარებლებს სერიოზულ ფასდაკლებებს (1 ევრომდე ბილეთზე), მაგრამ ევროკავშირშიც ავიაბილეთების ფასები საკმაოდ ძვირდება.


ანალოგიურად, ვითარებაა წყნარი ოკეანის მეორე მხარეს. 2020 წელს აშშ-ში ავიაბილეთების ფასები დაეცა: ტრანსკონტინენტური ფრენა ევროპაში მხოლოდ 200 დოლარი ღირდა, ხოლო, მაგალითად, ჩილეში და უკან (დაახლოებით 12-16 ათასი კმ) მხოლოდ 62 დოლარი. დაახლოებით ანალოგიური ტარიფები შენარჩუნდა 2022 წლის დასაწყისამდე. თუმცა ახლა სურათი სრულიად საპირისპიროა.



ფასების ზრდა დიდწილად გამოწვეულია ენერგორესურსების გაძვირებით, მაგრამ არა მხოლოდ: როგორც ჩანს, ულტრაიაფად საჰაერო მგზავრობის ეპოქა მთელ მსოფლიოში წარსულს ბარდება.


საავიაციო საწვავი წლის განმავლობაში 150%-ით გაძვირდა. ამერიკულ ავიაციაში კი, ადგილების რაოდენობა ჯერ კიდევ 6%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებლებს, მაშინ როცა ყველა 2019 წლამდე ის სტაბილურად იზრდებოდა მოთხოვნის შესაბამისად. დაბოლოს, ავიაკომპანიებს აქვთ პრობლემა – პილოტებისა და ბორტგამცილებელთა მწვავე დეფიციტი და ზოგადად, შრომის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.


ყველა სხვა პრობლემასთან ერთად, ამ ინდუსტრიას ემატება, მწვანე აქტივისტების საქმიანობაც, რომლებიც ითხოვენ ნახშირბადის ემისიების შემცირებას ფრენების რაოდენობის შემცირებით. „მწვანეების“ ეს მოტხოვნა ჯერჯერობით არ რელიზდება, მაგრამ ამის მიუხედავაც, სამოქალაქო ავიაციას მთელს მსოფლიოში სერიოზული გამოწვევები აქვს. ასეთ პირობებში, რთული სათქმელია დაბრუნდება თუ არა მოგზაურთათვის ყველაფერი ისე, “როგორც 2019 წელს” იყო.


მომზადებულია „ავიანიუსის“ მასალის მიხედვით





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up